reportiori.ge - დავით ბაქრაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:44
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრდა!
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 10:15

„რა რეიტინგიც ახლა გვაქვს, ერთი წლის წინ ის ჩვენს ოპოზიციას ჰქონდა. მე რაც შემეხება,  რეიტინგზე არასოდეს მიმუშავია და რასაც ეს ბოლო 9 თვეა ვაკეთებ, ჩემი გააზრებული მიდგომაა" - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ „ვერსიასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ მზად არის - „მე მაგალითად, ვაპირებ, მთელი ჩემი კამპანია შერიგებისკენ წავიყვანო და მაქსიმალურად ობიექტური ვიყო, საკუთარი, ჩემი თანაგუნდელებისა და ახალი ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისასაც კი. ახლა ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა ვართ, ამ არჩევნების მერეც ასე დარჩება, მაგრამ ეს ჩვენი თვითმიზანი არაა და კვლავ ხელისუფლებაში ვაპირებთ დაბრუნებას!" - ამბობს ბაქრაძე.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა" ისეთი, როგორიც 1,2 და მეტი წლის წინ იყო, ვეღარასოდეს იქნება -„ნაციონალური მოძრაობა" დამთავრდა! ეს განცხადება ვიღაცას მოწონება, ვიღაცას არ მოეწონება, ჩვენი მხარდამჭერებისთვის, შესაძლოა მეტისმეტად მკვეთრი განაცხადია, მაგრამ პარტიამ მოსახლეობას უნდა აჩვენოს, რომ საკუთარ შეცდოემებზე ვისწავლეთ. ამიტომ პარტიის შიგნით ძალიან სერიოზული გარდაქმნები მიდის და ეს უმტკივნეულო პროცესი არ არის. ყველას უნდა ესმოდეს - თუ „ნაციონალური მოძრაობა" ძირეულად არ შეიცვალა, ვერ აღვადგენთ ხიდს მოსახლეობის დიდ ნაწილთან" - განაცხადა ბაქრაძემ. 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016