reportiori.ge - წალკაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მცირეგაბარიტიანი ტექნიკა გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:48
რეგიონები
წალკაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მცირეგაბარიტიანი ტექნიკა გადაეცა
19 ოქტომბერი, 2014. 13:05



წალკის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის მცირეგაბარიტიანი ტექნიკის გადაცემას   სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრო. მინისტრმა  წალკის რაიონში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს 37 მოტობლოკის კომპლექტი  და დამატებით 34   ხელის სათესი გადასცა.



კოოპერატივების  სამეწარმეო საქმიანობის  სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს    სხვადსხვა მხარდამჭერ ღონისძიებებს, მათ შორის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამას", რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მიწათოქმედების განვითარებას.  სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაზე ორიენტირებული ახალი პროექტების განხორციელებას და ხელშეწყობის პოლიტიკას მომავალშიც განაგრძობს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.



„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა" ითვალისწინებს   იტალიური წარმოების  - 1700 მოტობლოკისა  და 2000 ხელის სათესის  გადაცემას თვითღირებულების   მხოლოდ 23  პროცენტის გადახდის პირობით.მოტობლოკები გაიცემა კომპლექტში და მოიცავს მოტობლოკს, სათიბს, გუთანს, კულტივატორსა და ხელის სათესს.



ერთ კომპლექტზე დამატებით  ერთი ხელის სათესი, სიმბოლურ ფასად (1 ლარად), გადაეცემა  ისეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა: ყველა მეპაიე არის დევნილი, ან/და ეკომიგრანტი;საქმიანობის  ადგილი არის მაღალმთიანი რეგიონი;საქმიანობის ადგილი არის საზღვრისპირა ზოლში; საქმიანობის ადგილი არის ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი.



პროგრამა 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, მცირეგაბარიტიან ტექნიკზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სააგენტოსთან ერთად მზად არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განაცხადები სრულად დააკმაყოფილოს.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის მცირეგაბარიტიანი ტექნიკის გადაცემას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის საინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.



ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილიც ესწრებოდა. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016