რეგიონები
სვანეთში მეწყერი ჩამოწვა
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
19 ოქტომბერი, 2014. 15:19
სვანეთში გადაუღებელმა წვიმებმა რამდენიმე მეწყრის ჩამოწოლას შეუწყო ხელი. საკმაოდ დიდი მოცულობის ქვა-ღორღი მესტიიდან ზუგდიდისკენ მიმავალი გზის მე-100 კილომეტრზე ჩამოიშალა.
ადგილზე მობილიზებულია გზების დეპარტამენტის მძიმე ტქენიკა. მიმდინარეობს ტერიტორიის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. სავარაუდოდ, ჩახერგილი გზა 17:00 საათისთვის გაიხსნება. სპეციალისტების თქმით, სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ამასთან, მეწყერის გამო აჭარაში დაბრუნებას ვერ ახერხებენ ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსაწავლეები, რომლებიც მესტიაში ექსკურსიაზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე ვერ ხერხდება მათთან ტელეფონით დაკავშირებაც.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57