reportiori.ge - ყველაზე უცნაური პროფესიები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:28
სხვადასხვა
ყველაზე უცნაური პროფესიები
ავტორი:
19 ოქტომბერი, 2014. 18:20


რითი განსხვავდებიან ქვეყნები ერთმანეთისგან? კულტურით, რელიგიით, პოლიტიკით, გეოგრაფიით - კიდევ პროფესიებით.



გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო პროფესიების სიას.



უსაფრთხო გადასასვლელი

ბოლივიაში გზებზე სპეციალური ადამიანი "ზებრები" დგანან, რომლებიც საგზაო ზებრების მაგივრობას უწევენ ადგილობრივებს. წესის დარღვევის შემთხვევაში ზებრები ნამდვილ შოუს მართავენ. ისინი ტირიან, ძვრებიან ავტომობილზე და მის მფლობელს ვირის ყურებს ჩუქნიან. ეს ახალგაზრდები პროგრამა "დედა ზებრაში" არიან ჩართულები, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, იშოვონ სამსახური და შეაგროვონ ფული განათლების მისაღებად.



ვიეტნამის ზოგიერთ რეგიონში, ბავშვებს სკოლაში მისასვლელად მდინარეების გადალახვა უწევთ. ზოგჯერ მათთვის რთულია ამ გზის დაფარვა, ამ დროს ადგილობრივ მამაკაცებს ბავშვები ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავთ. "იმისთვის, რომ არ დასველდნენ, ბავშვები პლასტიკატის ტომრებში ძვრებიან, რომელიც შემდეგ მამაკაცს მდინარის მეორე ნაპირზე გადააქვს. ამ სამსახურზე დღევანდელ დრომდე არ იყო მიზანშეწონილი საუბარი", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.



მოატყუო სისტემა

ჩინეთის ქალაქებში საინტერესო მომსახურება არსებობს. შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, საცობში ყოფნის დროს, შეგიძლიათ გამოიძახოთ სპეციალური სერვისი, რომელიც 2 ადამიანისგან შედგება. ერთი მათგანი თქვენ მოტოციკლეტის მეშვეობით დანიშნულების ადგილზე მიგიყვანთ, ხოლო მეორე, სადგომზე წაიყვანს თქვენს ავტომობილს.



პოლონეთში, როდესაც ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ რიგში დგომა, მათ შეუძლიათ სპეციალური ადამიანი დაიქირაონ, რომელიც მათ ნაცვლად დაიკავებს რიგს.



სარისკო სამსახური

ავსტრალიაში არსებობს მფრინავი ექიმების სამსახური, რომელიც პაციენტებს ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში უწევს დახმარებას. "ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდია, თუმცა, დასახლების სიმჭიდროვე მცირეა, ზოგჯერ ადამიანს დიდი მანძილის გავლა უწევს, სანამ ცივილიზაციას მიაღწევს" - ამბობს ავტრალიის მკვიდრი. ამიტომ, 1928 წელს მღვდელმსახურმა ჯონ ფლინმა გამოთქვა ინიციატივა, შექმნილიყო სპეციალური სამედიცინო ავიასამსახური, რომელიც დღემდე არსებობს.



საკვები გონებისთვის

კარგი ცხელი სადილი სასარგებლოა, როგორც სხეულისთვის, ასევე სულისთვის. ეს მოსაზრება განსაკუთრებით გავრცელებული ინდოეთის ქალაქ მუმბაიშია, სადაც მუშები უპირატესობას სახლში გაკეთებულ საკვებს ანიჭებენ. სწორედ ამიტომ, არსებობს ადამიანი, რომელსაც სამუშაო ადგილებში სახლში დამზადებული საკვები დააქვს.



მწუხარების გაზიარება

გაგიგიათ ოდესმე პროფესიონალი დამტირებლების შესახებ? ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში მიღებულია, დაიქირავო სპეციალური დამტირებელი, რომელიც მიცვალებულთან გამომშვიდობების ცერემონიალს კიდევ უფრო ტრაგიკულს გახდის. ეს ადამიანები გამოხატავენ მწუხარებას ოჯახის იმ წევრების ნაცვლად, რომლებსაც სოციალური სტატუსის მიხედვით, არ შეუძლიათ ემოციების დემონსტრირება.



წყარო:    www.bpn.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016