reportiori.ge - აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი შეიქმნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:12
რეგიონები
აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი შეიქმნა
20 ოქტომბერი, 2014. 10:11


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ "112"-ში 19 ოქტომბერს შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ აჭარის სანაპირო ზოლში დაფიქსირდა 5-ბალიანი შტორმი. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, ბათუმში შეიქმნა კრიზისების მართვის ოპერატიული ცენტრი, რომლის მართვის კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს. ცენტრის შემადგენლობაში შედიან შს სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფები და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი სამსახურები.



ძლიერი წვიმის შედეგად აჭარაში მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ადიდებულმა მდინარემ გზას გამოაცალა საყრდენი და საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ შევიწროვდა. ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს აჭარის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის გამოყვანას უზრუნველყოფენ პოლიციის მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.




სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თბილისიდან აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით, რომლებიც ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებთან ერთად სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016