reportiori.ge - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის საკონსულო დაიხურა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:13
რეგიონები
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის საკონსულო დაიხურა
ავტორი:
20 ოქტომბერი, 2014. 16:15

 

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის საკონსულო დაიხურა. უკრაინის საპატიო კონსული ალექსანდრე აკიმოვი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა და რეგიონში ჩატარებული საქმიანობა შეაჯამა.



ალექსანდრე აკიმოვმა საკონსულოს დახურვის მიზეზად უკრაინაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა.



კონსულმა აღნიშნა, რომ უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლობა ბათუმში სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში გაიხსნება.



როგორც არჩილ ხაბაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უკრაინის საკონსულოს დახურვა გაართულებს ურთიერთობებს როგორც მთლიანად უკრაინასთან, ისე მის ცალკეულ რეგიონებთან.

 

 

მადლობა მინდა გადავუხადო კონსულს მუშაობისთვის. ძალიან რთული იქნება ალბათ მის გარეშე უკრაინასთან ურთიერთობა. მისი დახმარებით უკრაინის რეგიონებთან სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდით. გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის მთავრობამ, კიდევ 20-მდე საკონსულო გაუქმდა და, ჩვენი ინფორმაციით, ეს უკავშირდება ფინანსურ საკითხებს. შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა და სამომავლოდ როცა გამოსწორდება სიტუაცია უკრაინაში, იმედი გვაქვს, განახლდება ურთიერთობა", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.



მისივე თქმით, ბოლო წლებში გააქტიურდა როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესურთიერთობები ბათუმსა და უკრაინის ცალკეულ რეგიონებს შორის, რის გამოც სამომავლოდ აუცილებელი გახდება საკონსულოს გახსნა. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016