ბოტსვანაში ორმა ფოტოგრაფმა საოცარი ისტორიის ამსახველი ფოტოები გადაიღო.
ძუ ლომმა ბაბუინი (მაიმუნის ერთ-ერთი სახეობა) მოკლა. მოკლულ ბაბუინს შვილი ჰყავდა, დაობლებული პატარა ბაბუინი გაიქცა და თავდამხმელისგან დამალვის მიზნით ხეზე აცოცება სცადა, მაგრამ ის ძალზედ პატარა და სუსტი იყო და ეს ვერ მოახერხა.
ლომი ნელა მიუახლოვდა პატარა ბაბუინს, ფოტოგრაფები ჩასაფრებულნი იყვნენ სისხლიანი კადრების გადასაღებად, მაგრამ მან პატარის მოკვლის ნაცვლად მასთან თამაში დაიწყო, ნელ-ნელა პატარა ბაბუინი დამშვიდდა და დედის მკვლელს თამაშში აჰყვა.
ძუ ლომისა და პატარა მაიმუნის მიმართ ინტერესი გამოხატა ხვადმა ლომმა, თუმცა, ძუ მას თავს დაესხა და პატარა ცხოველისთვის ზიანის მიყენების უფლება არ მისცა.
ამ სცენებს ახლომდებარე ხიდან აკვირდებოდნენ სხვა ბაბუინები, როგორც კი ძუ ლომმა ყურადღება მოადუნა, ერთ-ერთმა მათგანმა პატარა მაიმუნი მოიტაცა.
წყარო - droni.ge
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)