ფსიქოლოგიის სპეციალისტი, კანადელი მეცნიერი გორდონ ნიუფელდი მიიჩნევს, რომ ადრეული განვითარების პროგრამები პატარა ბავშვებს არავითარ უპირატესობას არ აძლევს და რომ ისინი სკოლაში გვიან უნდა მიდიოდნენ. ნიუფელდის აზრით, მშობლები ცდილობენ პატარების ადრეულ განვითარებას შეუწყონ ხელი, თუმცა ნაადრევი სოციალიზაცია არის ყველზე დიდი ბოროტება ბავშვების აღზრდის პროცესში, რადგან ბავშვი დროზე ადრე ხვდება იქ, სადაც ძნელია საკუთარ პიროვნებად დარჩეს. ბავშვები სხვებს ბაძავენ, პიროვნება კი არ იძერწება, არამედ იმსხვრევა.
ამის გამო იქნებ არ ღირდეს შვილის ადრე შეყვანა ბაღში თუ სკოლაში. ბავშვი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სკოლაშია, უკვე მოზრდილის რეჟიმით "მუშაობს". მისი ცხოვრების ყოველი წუთი "გაწერილია" და პატარას (თუ მთელი დღე სკოლაშია) უბრალოდ დრო არ რჩება საიმისოდ, რომ ბავშვობა შეინარჩუნოს. მშობლები უნდა მოერიდონ შვილის ისეთ სისტემაში ჩართვას, სადაც ყველა ბავშვისადმი ერთი მიდგომაა.
ყველაზე მნიშვნელოვანია ღრმა და ძლიერი ემოციური კავშირი მათთან, ვინც ბავშვს ზრდის. თუ ამ ყოველივეს გავითვალისწინებთ, ალბათ აღარ ვიჩქარებთ და არ ვეცდებით პატარა სკოლაში ადრე წავიყვანოთ.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ )
(წყარო mkurnali.ge)