reportiori.ge - ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:45
სხვადასხვა
ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ
ავტორი:
21 ოქტომბერი, 2014. 12:23


ვისთვის იუმორია და ვისთვის - კანონი, თუმცა არის ქვეყნები, სადაც მკაცრად დაკანონებული წესები მძვინვარებს, თქვენ კი მათ წაკითხვაზე უბრალოდ გაგეცინებათ.


ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ:


1. თუ ძაღლს სასაცილო გამომეტყველებას მისცემთ - სათაურით თუ იმსჯელებთ, გაუგებარია რაზეა აქ საერთოდ საუბარი, თუმცა, ოკლაჰომაში  მოქმედებს კანონი - ვინც ძაღლს სახეს უწვალებს იმისათვის, რომ დაჯღანოს და სასაცილო გამომეტყველება მისცეს, ამის გამო ეფარდება ფულადი ჯარიმა ან პატიმრობა.


2. შარვლის ტარება... (ჩაცმა) - საფრანგეთში ბოლო დრომდე იყო კანონი, ქალს არ სცმოდა შარვალი. 1799 წელს პარიზში ქალს არ შეეძლო ჩაეცვა შარვალი საჯაროდ პოლიციის ნებართვის გარეშე; 1892 წელს უკვე კანონმა დაუშვა სპორტული შარვლების ჩაცმა მხოლოდ ცხენოსნობის დროს; 1909 წელს კი ქალბატონებმა ჩაიცვეს შარვლები კანონით, მხოლოდ ველოსიპედით მგზავრობისას. 2013 წელს კი საფრანგეთის მთავრობამ საერთოდ გააუქმა ეს კანონი, თუკი სადმე ისევ არსებობდა.


3. ქალმა არ უნდა მართოს ავტომობილი - საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალს აკრძალული აქვს, მართოს ავტომობილი და ასევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში ხმის მისაცემად. თუმცა, წელს, მეფე აბდულა აძლევს მათ საშუალებას, 2015 წლის ხელისუფლების არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.


4. რა ხდება აშშ-მინესოტას შტატში? - ვერ წარმოიდგენთ და მინესოტაში აკრძალულია სარეცხის თოკსა თუ საშრობებზე ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის ერთად გამოფენა.


5. განქორწინება - ფილიპინებსა და ვატიკანში, თუ ოჯახური უღელი იტვირთეთ და კანონის წინაშე იქორწინეთ, იქ მორჩა ყველაფერი, განქორწინებას უკვე ვეღარ მიიღებთ და გინდათ თუ არ გინდათ, მოგიწევთ იმ უღელის ბოლომდე ტარება. ერთადერთი გამონაკლისია იქ მცხოვრები მუსლიმანები, რომელთაც ეძლევათ განქორწინების ნებართვა, გარკვეული მიზეზების საფუძველზე.


6. ზედმეტი წონა - საქართველოში ზედმეტი წონა პრობლემასთან ასოცირდება და მეტად აქტუალური თემაა, აი იაპონიაში კი, რომელიც სუმოს მოჭიდავეთა მშობლიური ქვეყანაა, თურმე მიტაბოს კანონი უკრძალავს 40 წელზე ზევით მყოფ მამაკაცებსა და ქალებს 80-90 კგ-ზე მეტად გასუქებას.



7. არ გადაიხადო, სანამ არ შეჭამ - დანია განსაკუთრებული ქვეყანაა თავისი სტუმართმოყვარეობით. მათი რესტორნებიც ასეთი კანონით გამოირჩევა, არ იხდი სადილის თანხას მანამ, სანამ არ მოამთავრებ, ვინაიდან, თუ უკმაყოფილო დარჩი რომელიმე კერძის გემოთი, შეგიძლია, არ გადაიხადო საერთოდ არაფერი და ისე დატოვო რესტორანი.


დანიაში ასევე აკრძალულია ავტომობილის დაქოქვა მანამ, სანამ არ შეამოწმებ, ქვეშ ხომ არ სძინავს ვინმე ბავშვს.


8. არ მოკვდე პარლამენტში - ყველაზე სასაცილო კანონია, რაც აქამდე გსმენიათ. „არ მოკვდე პარლამენტში", რომელიც დღემდე ძალაში იყო დიდ ბრიტანეთში და ახლახან გაუქმდა. კანონის თანახმად, ვინც პარლამენტში კვდებოდა, მთავრობა მარხავდა, ამიტომ შემოუღიათ ეს კანონი და თუ შეატყობდნენ პარლამენტში მყოფთ, რომ ვინმე არ გამოიყურებოდა ჯანმრთელად, სასწრაფო წესით მას დაცვა გარეთ გაუძახებდა.



9. ბიძაშვილების ქორწინება აკრძალულია 65 წლამდე - იუტას შტატში ბიძაშვილებს შორის ქორწინება აკრძალულია 65 წლის ასაკამდე. ამ ასაკში მიიჩნევა, რომ მხოლოდ ურთიერთზრუნვა ამოძრავებთ და მეტი არაფერი, ამიტომ ფაქტობრივად აკრძალულია ბიძაშვილებს შორის კავშირი, რაც კანონით ისჯება.



10. საღეჭი რეზინის დაღეჭვა - როდისმე იფიქრებდით, რომ საღეჭი რეზინის ღეჭვის გამო შეიძლება თავი ციხეშიც კი ამოყოთ? სასაცილოა ხომ? თუმცა 1992 წლიდან სინგაპურში საღეჭი რეზინის ღეჭვა და რა თქმა უნდა, იმპორტიც აკრძალულია. დაშვებულია მხოლოდ ნიკოტინის საღეჭი რეზინი, რომელსაც ექიმი ნიშნავს სპეციალურად. თუ შემთხვევით დაღეჭეთ და თანაც ძირს დააგდეთ, 1000 სინგაპურული დოლარით დაჯარიმდებით, თუმცა გააჩნია შემთხვევას, შეიძლება, ციხეშიც ამოყოთ თავი.


წყარო - intermedia.ge


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016