მსოფლიომ განსაკუთრებული გამბედაობითა და უშიშრობით გაიცნო სტივ ივრინი, რომელიც წლების მანძილზე დაუბრკოლებლად კვებავდა აღგზნებულ და აგრესიულ ნიანგებს. ამჟამად მსოფლიო შეძრა სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფოტოებმა და ვიდეომ, სადაც მისი 10 წლის ვაჟი თამამად ცდილობს ავსტრალიის ზოოპარკში გამძვინვარებული რეპტილიის გამოკვებას.
ძალიან შემაშფოთებლად მიიჭრა აწ განსვენებული სტივ ივრინის შვილი პირისპირ რეპტილიასთან. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, სტივ ივრინი ყოველდღიურად კვებავდა ათასობით მაყურებლის თანდასწრებით რეპტილიებს ავსტრალიაში.ფოტოზე კი სტივი პატარა ბობთან ერთად ცდილობს ხორცით გამოკვებოს მშიერი ნიანგი.უახლოესმა მეგობარმა WesMannion "Daily Mail ინტერვიუში განაცხადა:
- " მე მინახავს როგორ კვებავდა ის რეზინის ნაჭრით ნიანგს, თუმცა ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ბობს ხელში ხორცის ნაჭერი ეჭირა და ასე ახლოს მიდიოდა რეპტილიასთან, რადგან ასე ახლოს არაპროგნოზირებად ცხოველთან მიახლოება საშინელებაა.საბედნიეროდ ცხოველის მოთმინება არ ამოიწურა, მაგრამ განმეორების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მე რობერტის პერანგი მაცვია( ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ), მაინც არსებობს საშიშროება, რამდენადაც ცხოველი არაპროგნოზირებადია."
10 წლის ულამაზესი ბობ ივრინი, რომელსაც მამის განსაკუთრებული გენეტიკა გამოჰყვა, სილამაზის კონკურსის გამარჯვებულია.ის იმოგზაურებს მსოფლიოს გარშემო და დაესწრება ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა "Emmys and the Nickelodeon Kids Choice Awards".მამის მეგობარი მომღერალი ჯასტინ თიმბერლეიქი ამაყი, მაგრამ აღშფოთებულია ბობის გამბედაობით და კურატორებს უფრო მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რათა მეტად იყოს მეგობრის შვილი დაცული და დაზღვეული.
წყაროს ინფორმაციით, მაყურებელი დადუმებული უცქერდა სანახაობას, როცა ბობმა ორჯერ ცეკვა - ცეკვით და ცხოველური ნახტომებით გამოკვება ნიანგი.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ )
(წყარო 4.dainteresdit.ge )