reportiori.ge - გაიცინეთ განსაკუთრებული მიზეზის გარეშე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:43
სხვადასხვა
გაიცინეთ განსაკუთრებული მიზეზის გარეშე!
ავტორი:
21 ოქტომბერი, 2014. 13:14


სტატისტიკის თანახმად, ადამიანთა 30%-ტი დეპრესიით იტანჯება. დეპრესიის დასაძლევად კი ყველაზე კარგი საშუალება სწორედ სიცილია. მედიკოსები გვირჩევენ, რომ ყოველ დილით, საუზმისას განსაკუთრებული მიზეზის გარეშე დავიწყოთ სიცილი. თავიდან ეს შესაძლოა ცოტათი უხერხული იყოს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგე სსავსებით ბუნებრივად მოხდება. ორგანიზმი ბედნიერების ჰორმონისგან გამომუშავებას დაიწყებს და ხასიათიც მკვეთრად გაგიუმჯობესდებათ. სიცილისი ოგის სპეციალური სავარჯიშოებიც კი არსებობს: ყოველ დილით, აბაზანაში შესვლისას სარკეში თქვენს გამოსახულებას გაუღიმეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და ხელებით თავს ზემოთ ასწიეთ, ამოსუნთქვისას კი ხელები დაბლა დასწიეთ.


შეეცადეთ გაიცინოთ დახურული პირით. შემდეგ გაიღიმეთ და დაიწყეთ რაც შეიძლება ხმამაღალი სიცილი. თუ კომპლექსური სავარჯიშოებისთვის დრო არ გაქვთ, უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქეთ და გაიცინეთ. მაშინვე თავს უკეთ იგრძნობთ.


მედიკოსების თქმით, სიცილის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ სიცილის დროს ორგანიზმი ჰაერით მდიდრდება. ამას გარდა, სიცილის დროს 80-მდე კუნთი მუშაობს. კისრისა და ზურგის კუნთები დუნდება, ხოლო სახის კუნთები იჭიმება. სახის კუნთების დაჭიმვას კი თავის ტკივილის გაყუჩებაც შეუძლია.


სიცილიგულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც დადებითად მოქმედებს. სიცილის დროს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა, გულისრიტმი, სუნთქვა და ქოლესტერინის დონე სტაბილურდება.

დამტკიცებულია, რომ 20 წამი სიცილი 5 წუთ სპორტულ სირბილს უტოლდება. ხოლო 1 წუთი სიცილი 45 წუთ მედიტაციას უდრის.


სიცილი ასევე შესანიშნავი იმუნური სისტემის სტიმულატორია. ადამიანები, რომლებიც ხშირად იცინიან, ინფექციური დაავადებებით ნაკლებად ავადდებიან.


დაბოლოს, ადამიანები, რომლებიც იუმორის გრძნობით გამოირჩევიან არამხოლოდ ჯანმრთელები, არამედ პროფესიულ და პირად ცხოვრებაშიც წარმატებულები არიან.


ასერომ, ყველანაირ სიტუაციას იუმორით შეხედეთ და იყავით ბედნიერები.



( მოამზადა ნინო მჟავანაძემ )

 

(  წყარო  newposts.ge ) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016