reportiori.ge - ლადო სადღობელაშვილი: არსებობს მაგალითები მსოფლიოში, როცა აუკრძალავთ კრიმინალური პარტიები, საქართველოში ახლა ეს დროა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:35
პრეს-დაიჯესტი
ლადო სადღობელაშვილი: არსებობს მაგალითები მსოფლიოში, როცა აუკრძალავთ კრიმინალური პარტიები, საქართველოში ახლა ეს დროა!
ავტორი:
21 ოქტომბერი, 2014. 19:07


ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის" დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი მიმართვას ავრცელებს და ხელისუფლებას ახალაიების მხარდამჭერთა ალაგმვისკენ მოუწოდებს:


„მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას!!! ახალაიების მკვლელებისგან და ზონდერებისგან შემდგარი ბანდები ყველა ზღვარს გადავიდნენ. ისინი მასობრივად თავს ესხმოდნენ მოქალაქეებს, რომლებმაც პროტესტი გამოხატეს მათ მიერ მოწყობილი აქციის მიმართ. ეს ავაზაკები იმდენად გათავხედდნენ, რომ უკვე იმუქრებიან ბაჩო ახალაიას ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში მასობრივი რეპრესიებით. გამოვა ბაჩო და ცოცხები შემდეგ ნახეთ!!! - ეს და მსგავსი ფრაზები უკვე მათ ყოველდღიურ ტერმინოლოგიად იქცა. ახალაიას ბანდის წევრები პრემიერს მიუვარდნენ სახლში, ხოლო ხვალ თითოეულ ჩვენგანს გვემუქრება საფრთხე. იმის მაგივრად, რომ ეს კაცისმკვლელები, ნაძირალები, მანიაკები და სადისტები ციხეში ისხდნენ, თქვენ უფლებას აძლევთ და მათ აგრესიული აქციების მოწყობაში ხელს არ უშლით. როდემდე ვუყუროთ თქვენს რბილ და მოფერებით პოლიტიკას ახალაიას ბანდის წევრებთან? მოთმინების ფიალა უკვე აივსო, ჩვენ ვერ ავიტანთ მათ პარპაშს. დღევანდელმა პროვოკაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს ნაძირალები მზად არიან, სისხლი დაღვარონ თავიანთი ბანდის ატამანის გასათავისუფლებლად. ჩვენ არ მივედით ნაცზონდერების აქციის ჩასაშლელად, რადგან მოვერიდეთ სიტუაციის ესკალაციას, მაგრამ ეს არის ჩვენი ბოლო გაფრთხილება. პატივცემულო ხელისუფალნო ან გამოიყენეთ კანონით მონიჭებული ძალა და გაასამართლეთ ახალაიას მკვლელებისა და ადამიანთა მწამებლების ბანდა, ან ჩვენ ჩვენი ძალებით ავლაგმავთ მათ პარპაშს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და თუ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ზონდერკრიმინალთა იზოლაციას, მაშინ ამას თავის თავზე ქართველი საზოგადოების პროგრესული ნაწილი აიღებს!!!" - წერს სადღობელაშვილი.


„ალიას" ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება:


- ლადო, კანონით ხომ აქვთ უფლება „ნაციონალებს", აქცია ჩაატარონ, როგორ აუკრძალავს ხელისუფლება მათ კანონით მინიჭებული უფლებით მოქმედებას?

 

- საქმე ისაა, რომ „თავისუფალი ზონა" არის კრიმინალური ბანდფორმირება, რომელიც დღე-დღეზე ახალ-ახალ კრიმინალურ ქმედებებს გეგმავს. დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი აქციების დროს მოხდებოდა პროვოკაციები, მაგრამ პოლიცია ცოცხალ კორდონს აკეთებდა და შესაბამისად, ხელჩართულ კონფლიქტამდე არ მიდიოდა საქმე, მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკებით შემოიფარგლებოდა ხოლმე. შეგნებულად არ მივედით ღარიბაშვილის სახლის წინ აქციაზე, რადგან იქ უარესი მოხდებოდა, ოფისიდან ვადევნებდით ყველაფერს თვალყურს. ამათ კი რომ ვერ ნახეს სხვა ძალა, მათდამი ოპოზიციურად განწყობილი, გადავიდნენ უბრალო მოქალაქეებზე, იმ 4 ბიჭიდან, ვინც კადრში ჩანს, ერთ-ერთი ჩემი მეგობარი იყო, მას მიაყენეს შეურაცხყოფა. სადაც გამოჩნდებიან „ზონელები", იქ ირღვევა ჩვენი ცხოვრების უფლება. ეს არის დესტრუქციული ძალა და არ ვარ ვალდებული, ეს ავიტანო. „ნაციონალური" რეჟიმი გრძელდება და ოპოზიციაში მყოფიც აგრძელებს კრიმინალს. მათი დაკვეთით ხორციელდება ბევრი დანაშაული და ასე თუ მივუშვით, ქუჩაში გამოსვლა არ იქნება უსაფრთხო. დაიმახსოვროს მთელმა საქართველომ, სანამ ესენი იარსებებენ, სტაბილური ცხოვრება არ გვექნება. ხელისუფლებას მინდა მივმართო, აღკვეთონ ეს ყველაფერი, ან თუ ინიციატორი თქვენ არ იქნებით, ჩვენ მოვუვლით მათ.


- მაინც, რას იზამთ?

 

- ბოლო წლები ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ახლა ყველა ხერხი ვიცი მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. ქვეყანაში არსებობს საფრთხე, რომ დაბრუნდეს 9-წლიანი რეჟიმი, ახლა ხელისუფლების მოვალეობაა, არ დააბრუნოს ეს რეჟიმი და თუ ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, ჩვენს ხელში გადმოვა სადავეები. რომ არ იცოდეს ხელისუფლებამ  „ნაციონალების" კრიმინალის შესახებ, 315-ე მუხლით საქმეს ხომ არ აღძრავდა? მოვაშოროთ „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანას და გაუქმდეს „ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო დონეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის გათვლა რომელიმე ფენაზე, ეს სახელმწიფოს ვალდებულდებაა. არსებობს მაგალითები მსოფლიოში, როცა აუკრძალავთ კრიმინალური პარტიები, საქართველოში ახლა ეს დროა, ეს არც ერთ ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩებოდა, ჩვენთან კი დარჩა.


ახლა არის დუღილის პროცესი, როცა 100 გრადუსამდე მივალთ და დუღილის ტემპერატურა პიკს მიაღწევს, ხალხს ვერ გავაჩერებთ, დროა, ხელისუფლება ამას მიხვდეს. უმართავი იქნება პროცესები და მერე ხელისუფლებას მისი გაჩერება გაუჭირდება. 21 ოქტომბერსაც ვაწყობთ მშვიდობიან აქციას „ნაციონალების" ოფისთან 19 საათზე, მათ გაფრთხილებას ვაპირებთ.


- იცით, რა მაინტერესებს? „ნაციონალური პარტიის" გაუქმებას რომ ითხოვთ, მათ ოფისთან რა გინდათ, ხელისუფლებას მოუწყვეთ აქცია მათი გაუქმების მოთხოვნით.

 

- როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა უნდა მოახდინოს მათი, როგორც პარტიის აკრძალვა, ამ პარლამენტში კი არიან „ნაციონალების" ლობები, „რესპუბლიკელების" სახით. როცა გვესმის „რესპუბლიკელების" მხარდამჭერი პოზიციები, ამ ინიციატივის გატანა ვერ მოხერხდება, ჯერ საჭიროა „რესპუბლიკელების" განეიტრალება, ამის შემდგომ აქვს ამ აქციის მოწყობას აზრი. როცა ამას ვამბობთ ხოლმე, „ნაციონალებიც" კი გვესვრიან რეპლიკებს, თუ კრიმინალური პარტია ვართ, მოსთხოვეთ მთავრობას, აგეკრძალოსო. ჩვენ ამ მოთხოვნით უკვე გაგზავნილი გვაქვს წერილი კანცელარიაში და პასუხს ველოდებით.


გამორიცხულია, არ ვაპირებთ გაჩერებას, სულ მოვაწყობთ აქციებს და ავწევთ დუღილის ტემპერატურას. არ მინდა გავამხილო ყველა გეგმა, მაგრამ გარწმუნებთ, უფროსი თაობაც გვერთვება, ისინი ისეთი მოტივირებულები არიან, რომ სხვა ქმდებებზე გადავალთ მალე. ესეც იცოდეს ხელისუფლებამ და „ნაციონალებმაც", რომლებიც ყელში არიან უკვე გაჩხერილები. წინ გველის ნოემბერი, 23 ნოემბერს ექნებათ რევოლუციის კვირეული, რომლისთვისაც ისინი ემზადებიან, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ეს გეგმები ჩავუშალოთ.


გვაქს ასევე ინფომაცია, რომ უკრაინიდან ოცეულია ჩამოსული იმ სახიფათო ჯგუფისა, რომლებიც უკრაინაში მოქმედებდნენ. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ, როცა „ზონელები" და მათი ლიდერები აღჟერებენ რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებებს, ეს მათ გასაგონად კეთდება, თორემ რეალური მიზეზი ამ აქციებისა არის მერაბიშვილისა და ახალაიას დახსნა ციხიდან. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც „ნაციონალები" მიხვდებიან, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს აქციებით, აპირებენ სხვა პროვოკაციების მოწყობას ეთნიკური, რელიგიური შუღლის გაღვივების მიზნით, რომ არიონ სიტუაცია. ამ მიზნით ჰყავთ ათეულობით ადამიანი დაქირავებული. არა მხოლოდ აზერბაიჯანელები, არამედ თურქებიც ჩაერთვებიან ამ თემაში და მუსლიმანების მიმართულებითაც იგეგმება გარკვეული პროვოკაციები, კიდევ ვაზუსტებთ, რაღაც ინფორმაციებს.


- თუ შემოგემატათ ხალხი მას შემდეგ, რაც ასეთი აქტიურობა დაიწყეთ?

 

- შემიძლია დავიფიცო, რომ თუ ვიყავით ასი კაცი, ახლა უკვე 400 კაცამდე ვართ ერთი თვის თავზე, ყოველდღე გვიერთდებიან.


- ამდენ ხალხში არ ხართ დაცულები პროვოკატორების შემოგზავნისგან, შეიძლება რამე ისეთი ჩაიდინონ, რომთქვენს ორგანიზაციას სახელი გაუტეხონ. ამისგან თავს როგორ იცავთ?

 

- ვფილტრავთ ყველას, ვკითხულობთ იმ ადამიანის შესახებ ყველაფერს. თუ ის არ აღმოჩნდება სანდო და არ ჰყავს ისეთი წრე, რომელსაც  ვენდობით, ასეთ ადამიანს ახლოს არ დავიყენებთ. არც აქციებზე გამოვიყვანთ. პროვოკაციების არ გვეშინია, ვერ ბედავენ შიგნით სიტუაციის არევას, ამას წინათ ერთი ერთი მოგვიგზავნეს და რომ გავჩხრიკეთ, მოსასმენი აპარატურა ჰქონდა ტანზე, ასეთი გარედან შემოგზავნილი ბევრია და ამ დღეებში ფოტო და ვიდეომასალებს აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. გინება და გამოწვევები ხშირი შემთხვევაა, მაგრამ ამ კრიმინალების ხულიგნობაზე არ წამოვეგებით.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016