reportiori.ge - კვიპროსზე ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 11:26
რელიგია
კვიპროსზე ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება
ავტორი:
22 ოქტომბერი, 2014. 20:24



საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას  კვიპროსზე მიწის ნაკვეთი გადაეცა. მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამონასტრო კომპლექსი აშენდება, რაც ქართველ სასულიერო პირებს საშუალებას მისცემს, კვიპროსში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისთვის საეკლესიო ღვთისმსახურება შეასრულონ. 


მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კვიპროსზე ვიზიტი კვიპროსის მთავარეპისკოპოსის, მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოს მეორის ოფიციალური მიწვევით გაიმართა.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, ღალიაში მისულიყვნენ, სადაც მეათე საუკუნიდან ქართული სამონასტრო კომპლექსი არსებობდა ახლა კი - მხოლოდ ნანგრევებია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იქ სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი გადაიხადა. 


"კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა, რომელსაც აქვს უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, საქართველოს პატრიარქის მიმართ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა მიწის ნაკვეთი, რომელიც ღალიაში მდებარეობს. იქ უნდა აშენდეს სამონასტრო კომპლექსი, რათა ქართულად შესრულდეს წირვა-ლოცვა", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კვიპროსიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა.








(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016