როგორც ცნობილი მსახიობი ლალი ბადურაშვილი ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში აცხადებს, ვერასდროს აპატიებს პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძეს იმას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მან საზოგადოებას დანა-ჩანგლებით ბრძოლისკენ მოუწოდა.
„ამბობენ, რომ ვითომ დავით ბაქრაძე გაწონასწორებულია, მაგრამ... მე როგორც ერთი ქართველი ქალი, ბაქრაძეს ვერასდროს ვაპატიებ იმას, რომ უმძიმეს წუთებში, მაშინ, როდესაც რუსის ჯარი ლამის დიღომში იყო შემოსული, ეს კაცი ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, - დანა-ჩანგლები აიღეთ და გამოდითო. ე.ი. მე უნდა გავვარდნილიყავი დანა-ჩანგლით ქუჩაში? ასეთი კაცი ახლა ურცხვად ლაპარაკობს და კიდევ პრეზიდენტობა უნდა. საკუთარ თავს მაინც ჰკითხოს, რისი მაქნისია პრეზიდენტი, რომელიც კრიტიკულ მომენტში გამოსავალს ვერ იპოვის და მოსახლეობას ქუჩაში, დანა-ჩანგლით გამოვარდნისკენ მოუწოდებს?",-აცხადებს ბადურაშვილი.