reportiori.ge - გოგა ხაინდრავა და ნიკუშა შენგელაია ბიძინა ივანიშვილის თანაწამყვანები იქნებიან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:01
ინტერვიუ
გოგა ხაინდრავა და ნიკუშა შენგელაია ბიძინა ივანიშვილის თანაწამყვანები იქნებიან?
ავტორი:
23 ოქტომბერი, 2014. 21:58


რა უთხრა „ალიას" ხაინდრავამ


სამწუხაროდ, ქართული ტელევიზიები პერიოდული შიზოფრენიიდან, უწყვეტად მიმდინარე შიზოფრენიის სტადიაში გადავიდნენ, სახელმწიფოებრივ აზროვნებაშემოძარცულები, გადასულები არიან ტელერევოლუციის მოწყობისა და სახელმწიფოს დამხობის სამზადისში. „რუსთავი 2"-ის 21 ოქტომბრის გადაცემა „არჩევანი" უწყვეტი შიზოფრენიის კლასიკური გამოვლინება იყო, სახეზე გვქონდა ჰალუცინაციურ-ბოდვითი, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, რასაც აუცილებლად მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგი, თუმცა ვისთვის, აი, ეს კი ნამდვილად საკითხავია.


ჩვენ გვახსოვს დრო, როდესაც იჭერდნენ შევარდნაძის მინისტრებს, თუმცა არც ერთი ტელევიზია მათ მხადამჭერებს გადაცემაში არ იწვევდა, გაბედავდნენ და კარგ ჩიტსაც დაიჭერდნენ! ასევე არ გვახსოვს, ოპოზიციაში გადაბარგებული „ნაციონალების" ტელედებატებში მისვლა, მხოლოდ „რუსთავი 2" იყო ადგილი, სადაც სააკაშვილის მთავრობა, საკუთარი ჯიბის ტელევიზიით აკეთებდა განცხადებას, ცალ კარში თამაშს სხვა არხის წამყვანები, მხოლოდ ნიჩურტებით აპროტესტებდნენ, მათ არც კი დაესიზმრებოდათ ის თავისუფლება, რაც დღეს მიიღეს. არ გვახსოვს, რომელიმე მათგანს ასე გულმოდგინედ გაეთეთრებინოს ტიპური კრიმინალები, მკვლელები, მანიაკები, ბოროტმოქმედები, სხვისი უბედურებით გაბედნიერებული შიზოფრენიკები, რომელთაც ადამიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, გარდა ბიოლოგიური მსგავსებისა. როდესაც გადაცემაში ეძახი იმ რეჟიმის წარმომადგენელს, რომლის კისერზეც არის არაადამიანური მოპყრობის, წამების, გაუპატიურების, დაშანტაჟების, ფარული მიყურადების ფაქტები და შენ ცდილობ, რომ ეს კოლექტიური კრიმინალები ახალ რაკურსში წარმოაჩინო, დაჩაგრულის მანტია მოასხა და ახალი რეალობისთვის გაამზადო, მინიმუმ დანაშაულია, ამით ხელს უწყობ იმ ანგარიშსწორებას, რაც ძალიან გახშირდა, როგორ უნდა მოგისმინოთ ამ რეჟიმის ძალადობის მსხვერპლმა, მშვიდად? თუკი სახელმწიფო სამართლიანობის აღდგენის პროცესში უძლურია, თუკი ჟურნალისტი დამნაშავის გამართლების პროპაგანდას ეწევა, რა გამოდის, დაზარალებულმა თავად უნდა იძიოს შური? როდესაც ბაჩანა ახალაიას მომხრეებსა და დაპირისპირებულ მხარეს იწვევ სტუდიაში, ესე იგი, გამიზნულ პროვოკაციაზე მიდიხარ, იცი, რომ უცილებლად გაიმართება ხელჩართული ბრძოლა, აუცილებლად მოიძებნება დარბაზში ისეთი, ვინც „მეცოცხეების" საზოგადოებას მუშტს დაუპრისპირებს, ისიც იცი, რა შედეგიც დაიდება. მაგრამ გახსოვდეთ, „რუსთავი 2"-დან დარბეული „იმედის" ახალი რეალობა ვერ შეიქმნება. თუკი თქვენი მიზანი იყო სტუდიაში ხელჩართული ბრძოლის გამართვა, რასაც ღია ეთერში პოლიციის შევარდნა და დაჭერები მოჰყვებოდა, კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ. ასევე ამაოა თქვენი მცდელობა, მკვლელი პატრიოტად წარმოგვიჩინოთ და ქვეყანა მართულ ქაოსში ამყოფოთ.


ამ ქვეყანაში, რომ ძალიან ბევრი რამ დასალაგებელია და ფაქტია, ხელისუფლება უმწეოა პოლიტიკურად აყროლებული ნაგავი გაიტანოს, „ნაცებთან" მათი კომფორტული დებატები მდაბიო თოქშოუებში, მიშას ეპოქაში ჩარჩენილი წამყვანებით, ყელში ამოვიდა, თქვენი მოსმენა გაუსაძლისია, სად ხართ მედიაექსპერტებო, პრესაში გამოქვეყნებულ აბზაცებს რომ დასდევთ შემოდგომის ბუზივით? რამ დაგამუნჯათ თქვე ვაიექსპერტებო და საერთოდ ეს ტიტული ვინ მოგანიჭათ, გამაგებინეთ. სიძულვილის ენას ტელევიზიებში ვერ ხედავთ, თუ ბეჭდური მედია მიგაჩნიათ დაბალ ღობედ?! მაგრამ ვაი, რომ „კიკუიზმია"  ქვეყანაში, სადაც თუმნიანებზე გახდა მოსულა!


საინტერესოა, ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება რა შედეგს მოიტანს? ის ემზადება ახალი გადაცემისთვის, გადაცემა იქნება ყოველკვირეული და ტელეკომპანია, „ჯი-დი-ეს"-ის ეთერში წლის ბოლოს გამოჩნდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს სატელევიზიო პროექტის მომზადებაში აქტიურად ეხმარებიან მხატვარი ნიკუშა შენგელაია და რეჟისორი გოგა ხაინდრავა.


„ალიას" გოგა ხაინდრავა ესაუბრა:


- კონკრეტული შეთავაზება გქონდათ თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან, რომ მონაწილეობა მიიღოთ მისი გადაცემის მომზადებაში.

 

- ჯერჯერობით დაკონკრეტებული არაფერი არ არის, „ჯი-დი-ეს"-ზე რომ ვჩანვარ, ჰგონიათ, დაკავშირებული ვარ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის გადაცემასთან, არადა, „ჯი-დი-ეს"-ზე ვახმოვანებ სურათს მერაბ კოსტავას შესახებ, ამიტომ აქ ყოველდღე მიწევს მოსვლა. ვფიქრობ, ამიტომაცდააკავშირეს ჩემი მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის გადაცემაში. თუმცა ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე შეხვედრა მქონდა, მაგრამ სულ სხვა თემებზე.


- 25 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ტელეკომპანია „იმედის" ხელმძღვანელ რეზო საყევარიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს და თქვენ. ამბობენ, რომ ამ შეხვედრაზე არცთუ სასიამოვნო საუბარი გაიმართა „იმედის" ხელმძღვანელსა და ივანიშვილს შორის. რეალურად რას ემსახურებოდა ეს შეხვედრა?

 

- მე ბიძინა ივანიშვილს შევხვდი ქობულეთში, სადაც იყო საზოგადოებრივი თავყრილობა, დაახლოებით 25 კაცამდე ესწრებოდა შეხვედრას, ნაწილს ვიცნობ, საუბარი იყო იმის შესახებ, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში. ბატონ ბიძინას აინტერესებდა ჩვენი აზრი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. თვითონაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, ესიყო ორდღიანი შეხვედრა. კონკრეტული საუბრები იქ არ ყოფილა, როგორც მე შემექმნა შთაბეჭდილება, ეს იყო გაცნობითი ხასიათის.


- ტელევიზიების მიმართ ივანიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა?

 

- იყო ტელევიზიებზე საუბარი, ამ შემთხვევაში მისთვის ჩვენი აზრი იყო საინტერესო, ახალი მისთვის არაფერი მითქვამს. მე ვთვლი, რომ იმ საპირფარეშომ, რომელსაც მხოლოდ „რუსთავი 2"-ში ჰქონდა ადგილი, ახლა სხვა ტელევიზიებშიც გადაინაცვლა და ის ბაკქანალია, რომლის მომსწრეებიც ჩვენ ვართ, არის ამაზრზენი, ჩამოყალიბდა ასეთი მოდა, რომ ადამიანებმა მაინცდამაინც ერთმანეთს უნდა აფურთხონ, თორემ თოქშოუ რეიტინგული არ იქნება. სამწუხაროდ, განავლის სროლა ერთმანეთზე ითვლება საინტერესოდ, მე საერთოდ აღარ ვუყურებ ქართულ ტელევიზიებს, რადგან მგონია, რომ წარსულში ჩარჩენილი წამყვანები არიან, რომლებიც აბსოლუტურად დეგრადირდნენ, რა თქმა უნდა, გავრცობილად ივანიშვილთან ამის შესახებ არ მისაუბრია, მაგრამ ჩემი მოსაზრება ვუთხარი.


- 21 ოქტომბერს „რუსთავი 2"-ზე გადაცემა „არჩევანში" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ბაჩანა ახალაიას მომხრეები და მისი მოწინააღმდეგეები მიიწვია. ქართველ საზოგადოებას კი დაანახეს, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და ეს სახელმწიფო ჩამოიშლება...

 

- მე ვთვლი, რომ ეს არის ბორდელი, ეს არის ადგილი, სადაც ხდება კონკრეტული პერსონების ვნებების დაკმაყოფილება, ეს არის სრული სიბინძურე, ფარისევლობა, პროპაგანდა, რომელიც წამლავს საზოგადოებას. ამისთვის იხარჯება სერიოზული ფული, საიდანაც შემოდის ეს ფული, კარგად ვიცით. სამწუხაროდ, ეს სენი გადაედო სხვა ტელევიზიებსაც, ხდება სიცრუის ტირაჟირება, მათ დაკარგეს თანმიმდევრობა, ლოგიკა. სამწუხაროდ, არა მარტო ქართულ ტელევიზიებში, არამედ ბეჭდურ მედიასაც გადაედო ეს სენი, როცა გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირება ხდება, როცა ერთი ფეხის ხმას არიან აყოლილები. რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე გაზეთი, რომელიც ობიექტურად აშუქებს მოვლენებს, მაგრამ მართალი გითხრათ, ზოგადად ქართული პრესისადმი ნდობა დაკარგული მაქვს.


- „რუსთავი 2" პირდაპირ პროვოკაციაზე წავიდა, ისე დაეძაბა ვითარება, რომ პოლიციის შესვლა გარდაუვალი გახდებოდა.

 

- არა მარტო „რუსთავი 2" სხვა ტელევიზიებიც მიზანმიმართულად პროვოცირებენ სამოქალაქო დაპირისპირებას. რეალურად სულ სხვა ვითარებაში ცხოვრობს საქართველო, არანაირი წინაპირობა სამოქალაქო დაპირისპირების, არ არსებობს. სამოქალაქო დაპირისპირებას სჭირდება ორი მხარე, ეს ორი მხარე არ არსებობს. არსებობს ერთი პატარა მარგინალური ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს რამდენიმე ტელევიზიას, მის ხელშია სერიოზული ფინანსები, ეს ტელევიზიები კი ცდილობენ, შექმნან ილუზია, რომ ქვეყანაში არის სამოქალაქო დაპირისპირება. გეკითხებით, ამ ნაგავთან რა დაპირისპირება შეიძლება იყოს? ერთ მხარეს არის მთელი საქართველო და მეორე მხარეს არის ნაგავი „ნაცმოძრაობის", აქტივისტებისა და მხარდამჭერი ტელევიზიების სახით. ამიტომ, არანაირი დაპირისპირება საქართველოში არ იქნება და იმ ილუზიის შექმნის მცდელობა, თითქოს ქვეყანაში არსებობს ორი დაპირისპრებული მხარე, ვერ გამოუვათ და როგორც დაამთავრებს „რუსთავი 2" თავის მოღვაწეობას, აგერ ნახავს ის და სხვა ტელევიზიებიც, სხვათა შორის.


- თუ ნაგავი დროულად არ გაიტანე, აყროლდება. რატომ არ მოხდა ამ ნაგვის დროულად გატანა?

 

- ვიდრე ამაზე გიპასუხებთ, არ შემიძლია არ ვთქვა, „რუსთავი 2"-ის ხმას აყოლილია სხვა ტელეკომპანიებიც, ზუსტად იგივე ხდება ინგა გრიგოლიას გადაცემაში, იგივე ხდებს ნინო ჟიჟილაშვილთან, მე ვიცი, ამის უკან რა დგას. მოსაზრებები მაქვს ამ საკითხზე და როცა საჭირო იქნება, ვიტყვი, მაგრამ არც არასოდეს დამიმალავს, რაც ხდება ტელევიზიებში, ეს არის ვნებების დაკმაყოფილება, საკუთარი სინდისისა და პროფესიონალიზმის ფულზე გაყიდვა. ამას აკეთებენ პირადი ინტერესების გამო, როცა პრაქტიკულად ხდება საზოგადოების მოწამვლა. რამდენიმე ადამიანს აქვს ტელეეთერები ჩაგდებული ხელში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მათ არანაირი კავშირი საზოგადოებრივ ინტერესთან არ აქვთ, მათი პირადი ინტერესი გადაბმულია პოლიტიკასთან, ამ ინტრესებს ემსახურება უამრავი ადამიანი, ვისაც ადრე პატივს ვცემდი, სამწუხაროდ, მათდამი პატივისცემა დაკარგული მაქვს დიდი ხანია... განსაკუთრებით იმ ტელევიზიების მიკვირს, რომლის დამფუძნებელმაც სიცოცხლე შესწირა სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლას. პირდაპირ ამ ბოროტებთან ერთად მიაბიჯებენ, ემსახურებიან ამ ბოროტებას, ისევე როგორც „რუსთავი 2", რატომ ხდება ეს პარადოქსი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.


- თქვენ პატარკაციშვილის ოჯახთან ახლობლობით, მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინა გუდავაძე აპირებს ტელეკომპანია „იმედში" ცვლილებებს, საუბარია ზოგიერთი თოქშოუს დახურვაზეც.

 

- მე ვმეგობრობდი ბადრი პატარკაციშვილთან, ინა გუდავაძესთანპრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, ახლოსაც არ მინდა ტელეკომპანია „იმედთან" მიკარება, ის, რაც ხდება ქართულ ტელევიზიებში იმდენად ყარს, რომ იქ ახლოს გავლაც კი არ მინდა. როგორც ბადრის მეგობარი, რაც ამ არხზე ხდება, რომ ვუყურებ, თმები ყალყზე მიდგას, უბრალოდ, მისი დანატოვარი მეცოდება, რა ბაკქანალიასაც იმ ტელეკომპანიაში ვხედავ. საერთოდ ვინ არიან, ვის დაკარგვია ბაჩო ახალაია, თავის დედაბუდიანად, რას წარმოადგენენ, რომ ამაზე ამდენს ლაპარაკობენ. გაყიდული ქართული ტელევიზიები ცდილობენ, წარმოადგინონ, როგორც რაღაცა ამბავი. ჯერ ბაჩო ახალაია ვინ არის და მერე, მისი მხარდამჭერები. დაგვავიწყდა, საერთოდ როგორ გავატანეთ ერთ ადგილას სააკაშვილი თავის კრიმინალურ ხროვასთან ერთად. ახლა ცდილობენ თავის წამოყოფას და ეს ტელევიზიებიც ყველა გაფაჩუნებაზე ნიუსს აჩვენებენ, უნდათ ისეთი „კარტინკა" შექმნან, იქ კი არ არიან შეტენილები, არამედ ვითომ თავის პოზიციაზე არიან. რატომ ცდილობს ქართული მასმედია „ნაცმოძრაობის" რეანიმაციას, არ მესმის. როგორც ჩანს, სხვა არაფერი იყიდება, თუ არა სიბნელე და სიბინძურე. საქართველოში არანაირი დაპრისპირება არ იქნება და ტელევიზიების მცდელობა ცუდად დასრულდება. ერთი კვირა რომ გამოირთოს საქართველოში ტელევიზიები, დამერწმუნეთ, ყველას დაავიწყდება „ნაციონალური მოძრაობის", ამ ბოროტების არსებობა.


- ის, რაც ხდება ქვეყანაში, მიანიშნებს თუ არა, რომ ხელისუფლება სუსტია?

 

- პირველად ჩემს ცხოვრებაში ვარ მომსწრე იმ ვითარების, როცა ხელისუფლებას არ გააჩნია თავისი მედიასაშუალება. ხელისუფლება არ უხდის გაყიდულ ჟურნალისტებს ფულს იმისთვის, რომ ლამაზად გამოაჩინონ ისინი. ამის გამო მედიასაშუალებები არიან გაგიჟებულები, კბენენ, ღრენენ და აფურთხებენ ამ ხელისუფლებას. ამას ვხედავ, ეს ხელისუფლება სუსტი არ არის, პირიქით, ხელისუფლების სიძლიერის მაჩვენებელია ის, რომ მას საკუთარი ტელევიზია არ აქვს, არადა ეს წესად იქცა საქართველოში. ამიტომ არის ეს ხელისუფლება ასეთ დღეში. ის რომ ხელისუფლებას არ აქვს ტელევიზია, ამის ავტორი ივანიშვილია, რომელსაც შეეძლო, ჰქონოდა ხუთი ტელეკომპანია, რომელიც შეჭამდა დედაბუდიანად დანარჩენ ტელევიზიებს, მას შეეძლო, დიდი ფინანსები ჩაედო ამ ტელევიზიებში, მაგრამ ამას არ აკეთებს, ის რაც ჰქონდა, დახურა. ზუსტად იმიტომ, რომ ჯანსაღი მედიაკონკურენცია ყოფილიყო, მაგრამ ჯანმრთელი მედიასივრცე რომ შეიქმნას, სარკომისგან უნდა გამოჯანმრთელდეს საქართველო და ეს სარკომაა „რუსთავი 2", რომელიც სხვა მედიასაშუალებებს გადაედო. მაგრამ, ადრე თუ გვიან, ყველაფერი დალაგდება, სულ ძირმაგარაში ხომ არ იცხოვრებს ქვეყანა.


მაინტერესებს, ბიზნესმენები რატომ აფინანსებენ „რუსთავი 2"-ს? რატომ აქვს ყველაზე დიდი სარეკლამო პაკეტი რუსთავი 2 ?"-ს, კი მაგრამ, თქვენ არ გჭირდებათ ეს „რუსთავი 2"? თქვენ არ გხმარობდნენ ერთ ადგილას გლდანის ციხეებში? თქვენ არ გაწერდნენ ფულს? თქვენს ცოლებს არ იჭერდნენ? თქვენს შვილებს არ იჭერდნენ? რატომ უხდით „რუსთავი 2"-ს ფულს, მიპასუხეთ... მესმის, რატომ მიგქონდათ სააკაშვილის რეჟიმის დროს ფული, არ გამტყუნებდით, სხვა გზა არ გქონდათ, არ გადაიხდიდით და კარგ ტურასაც დაიჭერდით. პრინციპში, ისედაც იჭერდნენ იმ ტურას, მაგრამ ახლა რატომღა იხდით ფულს? ჩაიხედონ საკუთარ გულში, ესმით საერთოდ რატომ ამაგრებენ „ნაციონალურ მოძრაობას"?


- დავით ბერძენიშვილმა გადაცემა „რეზიუმეში" გააკეთა განცხადება, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წერილებს სახელისუფლო კულუარებიდან უკვეთენო. ასევე, განაცხადა, რომ კონკრეტული ჯგფი პრემიერის ინტერესებს ემსახურება. ბერძენიშვილის ეს განცხადება ნიშნავს თუ არა, რომ ალასანია და „რესპუბლიკელები" ღიად უპირისპირდებიან პარტია „ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს?


- ქართულ ოჯახში არ არის სიამტკბილობა და შეხედეთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ქმრები ცოლებს კლავენ. მე არ ვიცი, რა თქვა ბერძენიშვილმა და მისი წიაღსვლები არ მაინტერესებს, ჩემი საქმე მაქვს უამრავი და ამით ვარ დაინტერესებული, ამიტომ კოალიციის შიგნით რა ხდება, ვერ გეტყვით. მაგრამ ჩემი მოსაზრებით, რასაც ვხედავ, რყევები არ არის, თუმცა საკმაოდ ჭრელია ეს კოალიცია. ჩემთვის ის უფროა გასაკვირი, ერთად რომ დგანან. ეს კოალიცია არ დაიშლება, იმიტომ, რომ იქ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს არაფრის ალტერნატივა არ აქვთ. ერთმანეთის კბენა და ღრენა საქართველოში ყოველთვის იყო, არის და იქნება...


ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016