reportiori.ge - სააკაშისტების მიერ მოკლული გია კრიალაშვილის შემზარავი ფოტოები; ე.წ ”ამბოხება” 20:09 28 ივლისი, 2013
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:52
პრეს-დაიჯესტი
სააკაშისტების მიერ მოკლული გია კრიალაშვილის შემზარავი ფოტოები; ე.წ ”ამბოხება” 20:09 28 ივლისი, 2013
ავტორი:
23 ოქტომბერი, 2014. 21:59


ორიოდე თვის წინ დაფარული ნომრით უცნობი ადამიანი დამიკავშირდა, რომელიც დამპირდა, რომ ე.წ მუხროვანის ამბოხისა და გია კრიალაშვილის მკვლელობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მომაწვდიდა.

 


 

 

უცნობს საღამოხანს რედაქციასთან ჩემს კოლეგა ნინო ბენდელიანთან ერთად შევხვდი. მიუხედავად დაჟინებული მოთხოვნისა, რომ მისი ვინაობის შესახებ ზედმეტი შეკითხვები არ დამესვა და საუბარი არ ჩამეწერა, გავარკვიე, რომ იგი "სოდ"-ის სპეცრაზმის თანამშრომელი გახლდათ და საუბარიც მობილური ტელეფონით ჩავიწერე.

 


აი რა ინფორმაცია მოგვაწოდა "სოდ"ის თანამშრომელმა გია კრიალაშვილის მკვლელობის შესახებ:



-ეს გააკეთა "სოდ"-ის სპეცრაზმმა, კონკრეტულად კი მისმა მეთაურმა ზვიად ზარაზიშვილმა 3 კაცთან ერთად. ოთხივე პოსტოლეტი, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ, დღესაც პროკურატურაშია. უშუალოდ რომელი იარაღის ტყვიამ იმსხვერპლა კრიალაშვილი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგონოს. ამ ოთხმა კაცმა მიიღო პრემია 12 000 - 12 000 ლარის ოდენობით. ის "მარშრუტკა", თეთრი ფერის "ფორდ ტრანზიტი", რომლითაც სპეცოპერაცია ჩატარდა, დღესაც პროკურატურაშია. "სოდ"-ის სპეცრაზმისთვის არ დაუბრუნებიათ.



-თქვენ ამტკიცებთ, რომ გია კრიალაშვილი "მარშრუტკაში" მოკლეს?

 


-უშუალოდ ასვლის მომენტში ესროლეს თუ შიგ ჩაჯდა და მერე ესროლეს, ეს დეტალები არტ ვიცი და არც მგონია, რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. ვიცი, რომ ის თეთრი მარშრუტკა დღესაც პროკურატურაშია.



-ზვიად ხარაზიშვილი სპეცრაზმელებთან ერთად ჩასაფრებული იყო იმ "მარშრუტკაში", რომელშიც კრიალაშვილი, ოთანაძე და ამირიძე ჩასხდნენ?

 


- ზვიად ხარაზიშვილი და კიდევ სამნი, სულ ოთხი ადამიანი ისხდნენ იმ "მარშრუტკაში". ერთ-ერთი გვარად ლუკაშვილია, რომელმაც ცოტა ხანში საკუთარი იარაღით კინაღამ კაცი მოკლა. ერთადერთი სასჯელი, რაც ამის გამო მიიღო, ის იყო, რომ სამსახურიდან გაუშვეს. ერთი დღეც არ მჯდარა ციხეში. დაზარალებულის ოჯახი კი, ალბათ, შეაშინეს. ეს მოხდა მის სოფელში ქარელის რაიონის რომელიღაც სოფელში. ორი ძმანი არიან და ორივენ ერთად იჩხუბა. 
კიდევ ვიმეორებ, ის თეთრი "ფორდ ტრანზიტი" და ოთხი პისტოლეტი დღესაც პროკურატურაშია. პროკურატურამ რომ წაიღო, უკან აღარ დაუბრუნებიათ.



-კრიალაშვილი პისტოლეტით მოკლეს?

 


-ავტომატიანი სპეცრაზმელები გარეთ იყვნენ, მაგრამ "მარშრუტკაში" ღონისძიება ჩატარდა ამ ოთხი კაცის მიერ პისტოლეტებით. ისე, გარეთ ათას კაცს მაინც ჰქონდა პერიმეტრი გადაკეტილი.


ზვიად ხარაზიშვილი დღესაც თანამდებობაზეა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, ვინმე ზვიად ჭოხონელიძე მისი მმეგობარია და მფარველობს. ივანიშვილის დაცვიდან საკმარისი იყო ერთი ზარი, რომ ის თანამდებობაზე დაეტოვებინათ. 
გამოძიებას ადვილად შეუძლია ამ ყველაფრის გადამოწმება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბუღალტერიაში ინახება 2009 წლის მაის-ივნისის პრემიების გაცემის დოკუმენტები. ამ ოთხმა კაცმა მიიღო პრემია 12 ათასი ლარის ოდენობით, დანარცენებმა კი 2 000- 2 000 ლარი.
თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მთავარ პროკურატურას შეკითხვით, ინახება თუ არა დღეს ის იარაღები და "მარშრუტკა" პროკურატურაში?


ეს ყველაფერი, ცხადია, ერეკლე კოდუას გარეშე არ მოხდებოდა. 19 წელია, "სოდ"-ში ვმუშაობ, მაგრამ ისეთი საზიზღრობა, რაც კოდუას დროს ხდებოდა არასდროს მინახავს. ბოლო 4-5 წელიწადში იმდენი საზიზღრობა ვნახე მანდ, რომ უკვე ყელში მაქვს ამოსული. კარატისტ ამირან მიწაძის ცემაც კოდუას მოწყობილია, სხვათა შორის ვანო მერაბიშვილის გარეშე. სწორედ ამას მოჰყვა კოდუას მოხსნა ამ თანამდებობიდან. ვანო იმ დროს საფრანგეთში იყო და რომ ჩამოვიდა, გაგიჟდა. ბიწაძეს ვერ მოერეოდნენ, ამიტომ ის სცემეს არატურებით. მანამდე რამდენიმე დღე არმატურებით დადიოდნენ სპეცრაზმელები, დაიჭერდნენ ხელში არმატურებს, სადღაც გადიოდნენ, მერე საღამოთი მოვიდოდნენ. სამი დღე იარეს ასე და მესამე დღეს გავიგე, რომ ამირან ბიწაძე არმატურებით სცემეს. 


რატომ არაფერს ამბობს ამდენი ხანი პროკურატურა? ყველა ნივთმტკიცება პროკურატურაშია და რა უშლით ხელს? როგორც ჩანს, ხარაზიშვილს საკმაოდ ძლიერი მფარველები ჰყავს. ახალაია რომ მოეთრა ყველა სპეცრაზმის მეთაური მოხსნა, ამას კი თითი არ დააკარა.



-გია კრიალაშვილის ოჯახის წევრებს აქვს ეჭვი, რომ ის ამ ე.წ სპეცოპერაციამდეც დაკავებული ჰყავდათ. 



-იმ "ფორდ ტრანზიტში" ჩემი თვალით მაქვს ნანახი კრიალაშვილის ღია ცისფერი თუ ნაცრისფერი სვიტერი. ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ როგორც გავიგე სპეცრაზმელებმა ეს სვიტერი ხელებზე წამოიცვეს და ისე გაისროლეს იარაღი, რომ სვიტერზე დენთის კვალი დარჩენილიყო და ექსპერტიზას დაედასტურებინა, კრიალაშვილმა ნამდვილად ისროლაო. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ სპეცრაზმელს საპასუხო სროლის დროს უფლება აქვს ადამიანი მოკლას. 


პროკურატურაში ინახევა ასევე იმ ოთხია ადამიანის ჯავშანჟილეტები ხელოვნური ნატყვიარევით. ჯავშანჟილეტებსაც თავად ესროლეს, ეს ყველაფერი გააკეთეს მოდულის შენობაში. გიას სვიტერი "მარშრუტკაშ" რომ ვნაზე, გამაკანკალა.



-გია კრიალაშვილი მოკლეს, ითანაძე და ამირიძე შემთხვევით გადარჩნენ თუ მათი მოკვლა საერთოდ არ უფიქრიათ?

 


-შემთხვევით არიან გადარჩენილები, როგორც ჩანს, ძლიერი ორგანიზმი ჰქონდათ. მე საერთოდ მიკვირს, რატომ ელოდებოდნენ მანქანას, ფეხით რატომ არ გადავიდნენ ახალგორში.



-მე ის მიკვირს, ასეთი გამოცდილი სამხედროები როგორ ჩასხდნენ "მარშრტუტკაში" ისე, რომ არ შეამოწმეს?

 


-საერთოდ, რად უნდოდათ "მარშრუტკა. ფეხით გასულიყვნენ ახალგორში, გზბი იცოდნენ და ყველაფერი. თიანეთის ტბებიდან გადახვალ დუშეთში, დუშეთიდან ახალგორში. ასეთი გამოცდილი სამხედროები იყვნენ. ძალღონეც ჰქონდათ. ოთანაძე რკინის ლომს ხელით ღუნავდა.



-პრემიები რამდენ ხანში მიიღეს?

 


-სულ რაღაც 10 დღეში მიიღეს პრემიები. გამოძიებისთვის ძალიან ადვილია ამის გადამოწმება.

-შეიძლება ნივთმტკიცებულებები განადგურებული იყოს?

 


-ნივთმტკიცებულების განადგურება ასე იოლად არ ხდება, მითუმეტეს, იარაღის.ყველა იარაღი აღრიცხვაზეა, ახალი ხელიფუფლება რომ მოვიდა, ზვიად ხარაზიშვილი "სოდ"-ის სპეცრაზმის უფროსობიდან მოხსნენს, მაგრამ მაინც საუდანღაც ზარი განახორციელა და ისე უკან დააბრუნეს, როგორც ამბობენ ზარი ივანიშვილის დაცვიდან იყო. არადა ზვიად ხარაზიშვილის მთელი ოჯახი ჩართული იყო არცევნებში ნაციონალების სასარგებლოდ.



"სოდ"-ის სპეცრაზმის თანამშრომლის მონათხრობის შემდეგ გია კრიალაშვილის დას ლია კრიალაშვილს გავესაუბრეთ.

 


-ქალბატონო ლია, ზვიად ხარაზიშვილის შესახებ თუ გსმენიათ რამე?

 


-მე როგორც გავიგე, ზვიად ხარაზიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ჩემი ძმის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია. ხარაზიშვილი მაშინ "სოდ"-ის სპეცრაზმის უფროსი იყო, დღეს კი გორის შს სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსია. როგორც ვიცი, მასთან ერთად იყო კიდევ ვიღაც ფურცხვანია, რომელიც დღეს მუშაობს ნოდარ ხადურთან ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად, ანუ დაწინაურებულია. 
მაქვს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად დაგეგმილი იყო გია კრიალაშვილის ლიკვიდაციისთვის. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გია მომკვდარიყო. ვფიქრობ, გია ფლობდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას. გიას მკვლელობა სააკაშვილის ინტერესებში შედიოდა. ჩემი ძმა ყოველთვის აპროტესტებდა, რომ ჯარი ძალიან დაკნინებული იყო. მართალია ჯარისკაცებს აცმევდნენ და ახურავდნენ, მაგრამ გია რომ ჯარში იყო, იმ მშიერმა და ჩაუცმელმა ბიჭებმა წელიწადი და 6 თვე დაიცვეს აფხაზეთი, ამ ჩაცმულ დახურულმა ჯარისკაცებმა 2 დღეც ვერ იომეს. ეს იმის გამო მოხდა, რომ ჯარი დაკნინებული და მორალურად გატეხილი იყო.



-"სოდ"-ის თანამშრომელი ამბობს, რომ "მარშრუტკაში" ნახა გია კრიალაშვილის ღია ცისფერი თუ მონაცრისფრო სვიტერი. რა ეცვა გიას იმ დღეს?

 


-არ ვიცი რა ეცვა. სახლიდან რომ გავიდა, მე არ გამიგია. მეძინა. ვიღაცამ დაურეკა და სახლიდან გაიყვანა. ჩვენთვის გიას ტანსაცმელი უკან არ დაუბრუნებიათ. ბავშვებს დაუბრუნეს პირადობის მოწმობა და ბანკის ბარათები, რომელიც ავად გვაქვა ნანახი და იცი, რომ სრულიად უვნებელია. სულ მაინტერესებს, თუ ორმხრივი სროლა იყო, როგორ მოხდა, რომ ამ საბუთებს ერთი წვეთი სისხლიც არ შეხებია?!



-ანუ ფიქრობთ, რომ გია შესაძლოა, დაკავებული ჰყავდათ და საბუთები ადრებე ჩამოართვეს?

 


-ახლა თქვენ გაზეთში პირველად გამოქვეყნდება ჩემი გარდაცვლილი ძმის ფოტოები. თავად ნახავთ, როგორი დაჩეხილია გიას სხეული. ნახავთ, როგორი გამხდარია ეს ბუმბერაზი კაცი. ტყვია კლავს, მაგრამ ხომ არ შეიძლება, რომ ადამიანი გაახდუნოს? თუ დააკვირდებით ერთ ფოტოს, ნახავთ, რომ ხელის მტევანი ჩამოკიდებული აქვს, ანუ მოტეხილი აქვს ხელი. რამ მოტეხა ხელი?
ლევან ამირიძე ამბობს: გია გადმოასვენეს "მარშრუტკიდან", მე ზედ დამაგდეს და მივხვდი, რომ უკვე გარდაცვლილი იყოო, მაგრამ როდის მოტყდა მტევანი? გიას ცხედარს ეტყობოდა ნაწოლები. ერთ ცნობილ ექსპერტს ვაჩვენე ეს ფოტოები და მითხრა, რომ ამ სახის გვამური ლაქები ჩნდება მაშინ, როცა გვამი დიდხანს დევს ტანსაცმელში. როცა გამოძიება დაიწყება, მე აუცილებლად მოვითხოვ გვამის ექსჰუმაციას. ჩვენ 21 ში გავიგეთ, რომ გია მოკლეს, მაგრამ არის ადამიანი, რომელსაც 20-ში ღუდუშაურის კლინიკაში უთხეს, რომ გია კრიალაშილის ცხედარი იყო მისვენებული.



-როგორც ვიცი, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გია კრიალაშვილის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება განახლდა. რას ამბობს გამოძიება?

 


-არჩევნების შემდეგ პროკურატურაში განცხადება შევიტანე, რომ ჩემი ძმის მკვლელობის საქმე თავიდან ყოფილიყო გამოძიებული. მხოლოდ ერთხელ ვიყავი ქალაქის პროკურატურაში დაბარებული. საქმე აღძრულია არა გია კრიალაშვილის გარდაცვალების, არამედ პოლიციელის უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. პოლიციელი რა შუაშია, არ ვიცი. 
მე ვიცი, რომ ჩემი ძმის მკვლელები თანამდებობებზე არიან. სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლისგან გავიგე მუხროვანის ე.წ. ამბოხებამდე ორი კვირით ადრე ყოველ საღამოსტარდებოდა თათბირები, რომელსაც ესწრებოდნენ დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და "მასტერა". იმ ე.წ. ამბოხის დღეს, დილის ხუთ საათზე გამოსულან თათბირიდან. კალანდაძეს უთქვამს ახალაიასთვის დღეს ალბათ მძიმე დღე გვექნებაო. ახალაიას გაუცინია, ასეთი მძიმე დღეები ბევრი გადავიტანეთო. უფალს ვევედრები, ახალაიებს ისე სასაცილოდ გაუხდეთ საქმე, როგორც მე ვიცინოდი ამ წლების განმავლობაშ. ევროკავშირის წარმომადგენელი აღშფოთებული რომ არის, ციხეში ვანო მერაბიშვილს მისი ოჯახის წევრები ვერ ნახულობენო, მე შემხვდეს და ვეტყვი, ჩემი ოჯახის წევრი როგორ უდანაშაულოდ ჩამიწვინეს მიწაში. 
ვეკითხები ზვიად ხარაზიშვილს და იმ ადამიანებს, ვინც ჩემი ძმის ლიკვიდაციაში 12 000 ლარი პრემია მიიღო - ის სისხლიანი ფული როგორ შეიტანეს ოჯახში? ჩემი ძმის სისხლით დასვრილი ფული როგორ მოახმარეს თავიანთ შვილებს?
ამდენი ხანია ვითხოვთ, რომ მცნონ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. მე მოვითხოვ ჩემი გიას რეაბილიტაციას. ჩემი ძმა მოღალატის სახელით რატომ უნდა წასულიყო იმქვეყნად?
ყველაფერს ვფიცავ,ჩემს ძმას მოეხსნება მოღალატის სახელი, სააკაშილი, მერაბიშვილი, ახალაიები და კოდუა კი მოღალატეების სახელით წავლენ ჯოჯოხეთში.



__ ეს ჯალათის ცოლი ნანუკა ჟორჟოლიანი რომ გამოდის და მიშას გათეთრებას ცდილობს, რომ არ ჰგონია, რომ ხალხს მისი ქმარი დაავიწყდა? 



_ სააკაშილისა და კოდუას საქმე დამთავრებულია. ამდენი ბოროტება როგორ იხარშებოდა მათ ტვინში. ესენი სულ ყველა ძირფესვიანად უნდა ამოიძირკვონ, რომ მსგავსი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდეს.



__ ჩემი ძმის სიკვდილით ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა. არ ვიცი, როგორ გავიტანე თავი, არც სამსახური იყო ჩვენთვის, არც არაფერი, ბოლოს თაღლითურად ბინაც წამართვეს და ქუჩაშ დავრჩი. ვფიქრობ, რომ ესეც სპეციალურად იყო მოწყობილი ჩემს გასანადგურებლად.

 


_ ჩემი მოხუცი დედა დღემდე ელის, რომ გია შემოაღებს კარს. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ დედაჩემი გმირის დედაა, სააკაშვილის დედა კი - ჯალათის დედა. დიახ ჯალათის დედა!




 

(ესაუბრა, თეა ასათიანი, გაზეთი "ასავალ-დასავალი") 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016