reportiori.ge - სააკაშვილმა გეგმის მეოთხე ნაწილი აამოქმედა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:29
პრეს-დაიჯესტი
სააკაშვილმა გეგმის მეოთხე ნაწილი აამოქმედა
ავტორი:
23 ოქტომბერი, 2014. 22:45


 

„ნაციონალების" მზაკვრული გეგმის განხორციელების პარალელურად, ხელისუფლებასა და სამთავრობო სტრუქტურებში ფართომასშტაბიანი წმენდა იწყება, ამის შესახებ „ალიას" სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე კონფლიქტების მოგვარების საკითხში, ლალი მოროშკინა ესაუბრება: 

 

- მე არ მომბეზრდება საუბარი იმაზე, რაც მიხეილ სააკაშვილმა წასვლამდე ერთი წლის განმავლობაში გააკეთა. დღეს ძალიან ბევრს ყაყანებენ „ნაციონალები", დანაშაულს ამნისტირებული ადამიანები სჩადიანო და ხელისუფლებიდან არ ჩანს პიროვნება, რომელიც ილაპარაკებს, ვინ გამოუშვა ციხიდან მკვლელები და რეციდივისტები. სააკაშვილის საქციელი ძალიან შორს იყო ჰუმანურობისგან, ეს არ უნდა დაავიწყდეს არც ერთ „მორალისტს", ვინც ტელევიზიით ყოველდღე „ლექციებს" გვიკითხავს. დიახ, დღეს დანაშაულს სჩადიან ის ამნისტირებული ადამიანები, რომლებიც სააკაშვილმა ერთი პირობით გაათავისუფლა - როცა დასჭირდება, ისინი თავებსაც გააგორებენ რუსთაველზე. აი, ეს არის „ნაციონალური" გეგმის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ესე იგი, დავალაგოთ სააკაშვილის გეგმა: პირველი - ის გამოიყენებს ყაჩაღებს, მკვლელებსა და პედოფილებს; მეორე - გამოიყენებს ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე გადაიბირა „ნაცმოძრაობამ" და მათ უტარებს ტრენინგებს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ამ კუთხით სააკაშვილი ხარჯავს ძალიან დიდ შავ ფულს; მესამე - ის უკვე იყენებს ე.წ. საზოგადოების ნაწილს, რომელიც ძალიან ხმამაღლა ყვირის; მეოთხე - სააკაშვილი იყენებს ე.წ. არაფერ შუაში მყოფ ადამიანებს, ვითომ არასამთავრობოებს, გაერთიანებებს. ესენი არიან დღეს სარბიელზე გამოსულები, ვითომ ჟურნალისტები, ვითომ ფოტო-რეპორტიორები. დაუკვირდით, ყველას ძალიან კარგად აქვს გადანაწილებული თავისი ფუნქცია. ეს ყველაფერი მოიტანა სახელისუფლებო გუნდის არასწორმა მიდგომამ, რომელმაც დასაწყისში გამოაცხადა კოჰაბიტაცია და თავი დაიმშვიდა, ყველაფერი თავისით ჩაივლისო. თავისით შავი ჭირი არასოდეს ჩაივლის, როდესაც მსოფლიოს ქოლერა მოედო, დაავადებულ გვამებს წვავდნენ, რათა დანარჩენი მოსახლეობა არ მოწამლულიყო. დღეს ჩვენ გვჭირს „ნაციონალური" გვამით მოწამვლა, „ნაცმოძრაობა" გარდაიცვალა, მაგრამ დაავადება დაგვიტოვა. შეიძლება ზოგიერთმა გამკიცხოს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი: როგორც ფაშისტებმა დაამთავრეს სიცოცხლე თვითმკვლელობით, ასევე უნდა დაამთავრონ „ნაცმოძრაობის" ლიდერებმა. მე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ - უნდა გამოქვეყნდეს ის ფაილები, სადაც ასახულია ამათი არაერთი დანაშაული. ამ ფაილების ძალიან დიდი ნაწილი არ არის განადგურებული, იქ კარგად ჩანან გაუპატიურებული ადამიანები და მკვლელები, ავადმყოფები. უნდა გამომზეურდეს ყველა ის უბედურება, რაც „ნაციონალებმა" ჩაიდინეს. გამოცხადდეს სახელები და გვარები იმ ამნისტირებული ადამიანებისა, რომლებიც სააკაშვილმა შავბნელი საქმეების საკეთებლად გამოუშვა ციხიდან. ნურავის დაავიწყდება, რომ იგივე „ნაციონალები" ბავშვებს უსჯიდნენ 20-20 წელს პურისა და კვერცხის მოპარვისთვის და მათ ციხეებში აბერებდნენ, გაიხსენეთ ზერეკიძის საქმე. 


- ლალი, ბოლო მკვლელობების მონაწილეებიდან მხოლოდ ორი იყო ამნისტირებული და ისინიც ამ ხელისუფლებამ გამოუშვა ციხიდან. 


- დანაშაულები რომ ხდება, კეთილი ინებოს შსს-მ, ამოიღოს დოკუმენტები და გვითხრას, რომელი დამნაშავე როდის და ვის მიერაა ამნისტირებული, დაიდოს სრულად ინფორმაცია, ვინ არიან და ვისთან აქვთ კავშირები. ამის გაკეთება სამინისტროს ნამდვილად არ გაუჭირდება და მერე ვნახოთ, რას ილაპარაკებენ „ნაციონალები". 


- სალაპარაკო ნამდვილად აქვთ, ვანო მერაბიშვილს გირგვლიანის მკვლელობისთვის მიუსაჯეს 3 წელი. 


- დიახ, მკვლელობისთვის 3 წელი, კვერცხის მოპარვისთვის - 20 წელი. მე მივესალმები კახი კახიშვილის დანიშვნას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ. ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ სხვა სტრუქტურებშიც განხორციელდება ცვლილებები. კახის თავზე ვაზელინი არ ესვა და არავის უძვრებოდა, ის ყოველთვის ღიად ლაპარაკობდა იმაზე, რაც არ მოსწონდა. პირველი შეცდომა „ქართულმა ოცნებამ" დაუშვა მაშინ, როცა არაკომპეტენტური ადამიანები ჩასვა საარჩევნო სიებში. ჩემი ინფორმაციით, უახლოეს ხანში დაიწყება სამთავრობო სტრუქტურების წმენდა. 


- ლალი, რა ფორმით დაიწყება სამთავრობო სტრუქტურების წმენდა? 


- კახიშვილის დანიშვნა სწორედ ამ წმენდის დასაწყისია. ასევე, ამაზე მიანიშნებს სანდრო ბრეგაძის გადაყვანა დიასპორის სამინისტროში. არც ეს ადამიანი ერიდება ღია კრიტიკას, როცა რაიმე არ მოსწონს. მერწმუნეთ, უკვე დაწყებულია ფსონის დადება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ვაზელინი არ უსვიათ თავზე. ჩემი ინფორმაციით, ანალოგიური წმენდა ჩატარდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" უცხოურ ბიუროებში, რათა გამაგრდეს ჩვენი სახელმწიფოს პოზიციები ევროსტრუქტურებში, ანუ რეალური ინფორმაცია წავიდეს საქართველოდან და ასევე ნორმალური ინფორმაცია მივიღოთ ევროპიდან თუ ამერიკიდან. „საზოგადოებრივ მაუწყებელს" თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში აქვს გახსნილი ბიურო, მაგრამ, სამწუხაროდ, არსად არ მუშაობენ ნორმალურად. ჩვენ ამ ტელევიზიის არსებობისთვის ყოველწლიურად მილიონობით ლარს ვიხდით. 


- ვრცელდება ინფორმაცია: გერმანიის მთავრობა თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, შესაძლო ყაჩაღობისა და გატაცებების გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. აჰა, ამასაც მიაღწია ნაცმოძრაობამ". 

 

- ისევ მივდივართ სათავეში, არ მოხდა საქართველოს, როგორც ქვეყნის გაპიარება და ლობისტური ჯგუფების ამუშავება. კი, ბატონო, მე მაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობა იწყებს ამ საკითხებზე მუშაობას, მაგრამ რაც აქამდე გაფუჭდა, ამას რა ვუყოთ? ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გვეშინოდეს იმისი, თუ დარჩენილ 2 წელიწადში „ქართული ოცნება" არაფერს გააკეთებს. „ნაციონალებს" დღეს არ გააჩნიათ ძალა, რომ პირდაპირ გადატრიალებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ 2 წლის განმავლობაში ისე არევენ სიტუაციას, რა მოხდება, კაცმა არ იცის. უფრო მეტი სიმკაცრეა საჭირო, უფრო მეტი გაბედული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო მთავრობის მხრიდან. „ქართულ ოცნებას" საზოგადოება იმ შემთხვევაში დაუდგება გვერდით, თუ საერთოდ მოაშორებს „ნაცმოძრაობას" და შეეშვება კეკლუცობას ამ კრიმინალებთან. ჩვენ ლოკალური წიკვინი არ უნდა გვაშინებდეს, უკვე შეწუხდა საზოგადოება. ცოტა ხნის წინ ძალიან ბევრი ამბობდა, სააკაშვილი აღარ არსებობს, დამთავრდაო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, ეს არის ადამიანი, რომლის გვამიც უნდა დაიწვას პოლიტიკური თვალსაზრისით. ხელისუფლება კიდევ ერთხელ უნდა დააფიქროს დათა ახალაიას საქმემ, ანუ რაც მოხდა საბერძნეთში. ეს უკვე მეორე ჩავარდნაა საფრანგეთში კეზერაშვილის საქმის შემდეგ. „ნაციონალებმა" აქაც დახარჯეს დიდი ფული, საბერძნეთის სასამართლოში. 


- ფულის დახარჯვა შეიძლება იქ, სადაც არის სუსტი მტკიცებულებები, როგორ ფიქრობ, პროკურატურამ აქაც მოისუსტა? 


- რა თქმა უნდა, კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით აბსოლუტურად არ იყო მომზადებული პროკურატურა და ანალოგიური მოხდა საბერძნეთშიც. როცა პროკურატურა ამდენ საქმეს აგებს, მისი რიგებიც უნდა გადაიხედოს. მე მახსოვს, საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი კოლეგა, გიორგი ფოფხაძე კეზერაშვილის პროცესს ესწრებოდა და შოკში იყო, იმდენად მოუმზადებელი გამოვიდა პროკურატურა. „ნაციონალების" შავი ფული ტრიალებს და ხმარდება ასეთი საქმეების მოგებას. პროკურატურაში დევს ათასობით პატიმრის ჩვენება ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ, ვინმე ამას კითხულობს? 


- დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თავს იმართლებენ, ჩვენ მიხეილ სააკაშვილს სახლში არ ვუვარდებოდით, ნაციონალები" ღარიბაშვილს რატომ აწუხებთო? ამაზე ნაციონალები" ქირქილებენ, გაგვდის და ამიტომ ვიქცევით ასეო. 


- სააკაშვილს სახლში მართლაც არავინ მივარდნია, ეს არის ხულიგნობა და უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, მორჩა. ძალიან მარტივია საუბარი, როცა კანონი გიმაგრებს ზურგს. მე მაინტერესებს, როცა ფოტორეპორტიორები დაიჭირეს, სად იყვნენ ე.წ. არასამთავრობოები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები? მაშინ, სულ რაღაც, 40 კაცი ლაპარაკობდა, ხომ იყვნენ ეს ადამიანები დაჭერილები, ხომ გაასამართლეს ქვეყნის ღალატის მუხლით? ჩვენ უნდა ყოველდღე დავდოთ მასალები, რა იყო და რა არის დღეს. აი, ეს არის პიარი. საზოგადოებას ბევრი რამ ავიწყდება იმიტომ, რომ ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს შეხსენების კუთხით. 


- სხვათა შორის, მე დავაკვირდი და აღმოჩნდა, რომ დასვენების დღეებში ხელისუფლება საერთოდ გაჩერებულია, ნაციონალები" კი ინფორმაციას ინფორმაციაზე ავრცელებენ, ახალი თუ არ აქვთ, ძველს ავრცელებენ, არ ჩერდებიან. 

 

- სამუშაო დღეებში ხელისუფლება რას აკეთებს? არავინ არ მუშაობს საინფორმაციო უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ახლა, ალბათ, შეუძლებელია იმ მკვლელებისა და პედოფილების დაპატიმრება, ვინც მიხეილ სააკაშვილმა გაათავისუფლა, მაგრამ მათ წინააღმდეგ უნდა გატარდეს პრევენციული ზომები, უნდა დაწესდეს მკაცრი კონტროლი. მე არ ვიცი, უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ ესენი ამზადებენ სისხლიან დღეებს და მერე შეწუხებული ხალხი რა ჭკუაზე დადგება, არავინ იცის. პრინციპში, საზოგადოებისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილის მიერ დავალებულ-დაქირავებული მკვლელები შეაწუხებენ, თუ სხვა სახის კრიმინალები, ორივე შემთხვევაში ხელისუფლება აგებს პასუხს. უნიათობა და გულგრილობა იგივე დანაშაულს უტოლდება, რასაც „ნაციონალები" სჩადიან. იმის გამო, რომ ყოფილი ხელისუფლება ქვეყანაში სიტუაციას ურევს, დღევანდელ ხელისუფალს შეღავათი ვერ ექნება. მოხვედი? ახლა ნება იბოძე და ქვეყანა დაალაგე! 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016