reportiori.ge - რატომ არ უყვართ პარტიაში ალასანია, რატომ ეძახიან „გადამგდებს“ და რატომ უთხრა რამდენიმე დღის წინ პარტიაში დაბრუნებაზე უარი თეა წულუკიანმა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:45
პრეს-დაიჯესტი
რატომ არ უყვართ პარტიაში ალასანია, რატომ ეძახიან „გადამგდებს“ და რატომ უთხრა რამდენიმე დღის წინ პარტიაში დაბრუნებაზე უარი თეა წულუკიანმა?
ავტორი:
25 ოქტომბერი, 2014. 19:23


ძალაუფლების გადანაწილების პროცესში დაბრმავებულებს მინდა ვკითხო, - თქვენ საერთოდ აზრზე ხართ, რა ქვეყანას აშენებთ? საერთოდ, ხვდებით, თქვენი პიანინო ვის როიალშია? რას გადაგვაყოლეთ თქვენს ეკლექტურობას, პირველკაცობის ამბიციას, გაუთავებელ ქიშპობას, რა მახათს იყრით, რას ბოდავთ, - პრეზიდენტი სახელისუფლებო შტო არ არის, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში ვერ ჯდება, არბიტრიაო... ავოეეე... „ოცნება", ეგ თქვენი არბიტრი გახდება „ბიტი" და მერე კი ნამდვილად აღარ იქნება იმ დარბაზში თქვენი ადგილი. როგორ ვერ ხვდებით, ტვინგარეცხილებო, რომ პრეზიდენტის დაკნინებით თქვენ აკნინებთ ქვეყანას, პრეზიდენტის „დაჩმორდებით" თქვენ „აჩმორებთ" ქვეყანას, პრეზიდენტის დაჩაგვრით თქვენ აიგნორებთ ხალხს! ხალხმა აიჩრია ეს პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილის ხათრით, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანას თუ აშენებთ, უნდა იცოდეთ, რომ ეს ბნელი, ტერორისტული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მართვის სტილი შორს ვერ გაგაფრენთ. ჰოდა, როგორც თქვენი კოალიციის წევრები ქირქილებენ, ასეთი მიდგომებით, ხალხი იმაზე ადრე დაგამხობთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ალბათ, იცით რომ ამერიკელები სერიზულად შეშფოთებულები არიან, რაღა დავამატო, პირადად თქვენ გეუბნებიან, ერთმანეთში ვერ გარკვეულხართ და თქვენ სახელმწიფოს როგორ გაუძღვებით, სააკაშვილი კენტ რიცხვებში აფრენდა მეტად თუ ლუწ რიცხვებში, რა რეკომენდაციებსაც ვაძლევდით ითვალისწინებდა და თქვენ რა დღეში ხართო?! თუკი ქვეყნის მართვის ერთი ადგილი არ გაქვთ და არ იცით თამაშის წესები, კარგი მრჩევლები დაიქირავეთ, გასწავლიან პოზირებას, სიტყვა-პასუხს, თანმიმდევრულ მართვას და გუნდის შიგნით დისციპლინას, თავში აგივარდათ უკონკურენტო გარემოში ყოფნა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ გამოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც გადაგთელავთ. აი, თქვენ რომ თავმოყვარე პოლიტიკურიძალა იყოთ, „ნაციონალურ მოძრაობას" დებატებში კი უნდა უსხდებოდეთ ასე მოუმზადებლები, რას ბჟუტურებთ და სად გეფხანებათ, კაცი აზრს ვერ გამოიტანს. სასამართლო და პროკურატურა თქვენს ხელშია, ჯიპებზე და მობილურებზე კი ნუ დაგეშდებით, სისხლის სამართლის საქმეები აიღეთ და ნახეთ, კონკრეტულად ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი. მკვლელებსა და ადამიანთა მწამებლებს რომ დებატებში უსხდებით და ამ დებატებს პირწმინდად აგებთ, მერე ნუღარ გიკვირთ პრემიერის სახლთან მივარდნა და „მკვლელის" ძახილი, როცა შენ საშუალებას აძლევ უტიფარს, მანიაკსა და უკანასკნელ ნაძირალას, თავი იმართლოს, მასზე მეტი დამნაშავე ხარ! დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში და არა პარლამენტში. როცა ხელისუფლება ხარ და „ნაციონალებს" დანაშაულს ვერ უმტკიცებ, მაშინ შენ მოგთხოვენ პასუხს. როცა უმაღლესი ტრიბუნიდან ამბობ, რომ პარლამენტში გისხედან კრიმინალები და მკვლელები, ან დაშალეთ ეს პარლამენტი, ან ბრალი დაუმტკიცეთ და დასაჯეთ, სხვა შემთხვევაში ყველაზე მძიმე სასჯელს გამოგიტანთ ხალხი!


დღეს, პოლიტიკოსები, იმაზე კი არ უნდა ლაპარაკობდნენ გაუთავებლად, რა ფუნქციის მატარებელია პრეზიდენტი და რატომ გამოუცხადეს ბოიკოტი მინისტრებმა უშიშროების საბჭოს სხდომას, თითოეული თქვენგანი განცხადებებს უნდა აკეთებდეს ჟურნალისტის განმეორებითი ცემის ფაქტზე. თუკი „ნაცმოძრაობას" ამოფარებული კრიმინალური ძალა თავს უფლებას აძლევს, რომ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია უკვე მეორედ გაიგდონ წიხლქვეშ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენშია პრობლემა, ძალაუფლების გადანაწილების ძიძგილაობაში გეცლებათ ყველაზე მთავარი - უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. დღეს თუ გერმანია აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს, რომ მომატებული კრიმინალის გამო თავი აარიდონ საქართველოში ჩამოსვლას, ხვალ ევროკავშირის 28 ქვეყანა გააკეთებს იგივეს, რასაც შეუერთდება ამერიკის შეერთებული შტატები და სად მივდივართ მერე?


თქვენ რყვნით საზოგადოებას, ხალხი ხედავს, რომ მათთვის არ გცალიათ, თქვენ როგორ მომცემთ თავისუფლებას, როცა პრეზიდენტს ართმევთ ყველაზე მთავარს - უფლებას! დაუსჯელობის სინდრომის გზით მივდივართ, თქვენ ვერ დაგისჯიათ დასასჯელები, სააკაშვილის ქაშმირის პალტოს, ბებიამისის ათი წლის მანქანასა და ფარჩაკობებს გამოეკიდეთ, მაშინ, როცა ეს კაცი მოსიარულე კრიმინალია, დასეირნობს და ენას გვიყოფს, ფეხებსაც ვერ მომჭამთო. ბოკერია ქირქილებს, იმაზე მეტს გავაკეთებთ, ვიდრე შს მინისტრმა დააანონსა, დიახ, დაგამხობთო. ხალხს ნევროზი დაემართა, ამათთვის ვერ მიგიხედავთ და თქვენ დაიცავთ ჩვენს უფლებასო?


საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" ხელმძღვანელს, დავით ბერძენიშვილს ახლაისე ადარდებს ჟურნალისტების ცემა-ტყეპა და სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მისული ქვეყანა, როგორც ახლა თქვენ დარდობთ, ძვირფასო მკითხველებო, ხვალ ჩინეთში როგორი ამინდი იქნება. ამონარიდი ბერძენიშვილის „დარდებიდან": „რესპუბლიკელებისა" და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წერილებს სახელისუფლებო კულუარებიდანაც უკვეთდნენ", - ამის შესახებ ბერძენიშვილმა გადაცემა „რეზიუმეში" ისაუბრა. მისი განცხადებით,  ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებდნენ, დღეს ხელისუფლებაში არ არიან.


სააგენტო „ფორ.გე"-მ ნიუსი ჩაიჭირა და ბერძენიშვილის დარტყმის ერთ-ერთ სავარაუდო ადრესატსაც მიაგნო.


ყოფილი პრემიერის, ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი: „თუ ამ მინიშნების ადრესატი მე ვარ, ეს ჩემი სტილი არაა. უნდა ითქვას, ვის გულისხმობდა. საერთოდ, ეს არაა ახალი რეალობა, რომ „რესპუბლიკელები" არ მოსწონთ და ბიძინა ივანიშვილი მოსწონთ. ნებიმიერადამიანს შეიძლება მოსწონდეს ღარიბაშვილი და არ მოსწონდეს დათო ბერძენიშვილი".


„რესპუბლიკელებისა" და ალასანიას სულიერი ძმობისა და „ნაცებთან" საერთო მსოფლმხედველობის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. ლევან ბერძენიშვილი მიშას დაპატიმრების ალბათობას აფასებდა დემოკრატიის ნულოვან კლასში გადასკუპებად, ალასანია კი ერის სახელით „ნაციონალებს" ცოდვებს უნულებდა... ისე კი ძალიან საინტერესოა, ბერძენიშვილს ალასანიას დაცვა ახლა რატომ გაახსენდა? 8 ნოემბერი ახლოვდება, როცა ირაკლი კვლავ პარტიული დიდების მწვერვალზე ავა, ის კვლავ პარტიის თავმჯდომარე გახდება, საიდანაც უკვე შეუსრულებელი ოცნებისთვის დაიწყებს ბრძოლას. დავით ბერძენიშვილმა, ალბათ, არ იცის, რომ ხშირად ალასანიას თანაპარტიელებიდანაც მოდის მასზე გამანადგურებელი ინფორმაციები, რატომ არ უყვართ პარტიაში ირაკლი და რატომ ეძახიან გადამგდებს, იქნებ დაინტერესდეს ბერძენიშვილი, ვიდრე მასთან კოალიციას შეკრავს! თეა წულუკიანს ჰკითხოს, რამდენიმე დღის წინ ალასანიას რატომ უთხრა უარი, დაბრუნებულიყო მასთან პარტიაში?! საქართველოში მეძავის პროფესია ისეჰგავს პოლიტიკოსის პროფესიას, იშვიათად მინახავს სხვა ქვეყნებში. ბატონო დავით, შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, თქვენმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დასაჯა, თუ ივანიშვილმა დაუკვეთა ჟურნალისტებს მასზე სტატია, მოგიწევთ ბიძინა ივანიშვილს ახსნა-განმარტება ჩააბაროთ, თქვენ ხომ მისი პოლიტიკური საკენკი ხართ, ბიძინა რომ არა, 3-პროცენტიან ბარიერსაც კი ვერ გადალახავდით და მუდმივად დარჩებოდით პოლიტიკური მყეფავების სტატუსში, ხალხისგან გარიყულნი. თუ გაინტერესებთ, რატომ იყო გაბრაზებული ბიძინა ივანიშყილი ირაკლი ალასანიაზე, ეკა ბესელიას ჰკითხეთ, იმ ხმაურიან თათბირს ესწრებოდა, როცა ალასანიას ვიცე-პრემიერობა ჩამოართვა, ბიძინა ივანიშვილმა ეკას ჰკითხა, შენ თუ მოიგე ფოთი, ამან ზუგდიდი რატომ ვერ მოიგოო?! ჩემი მხრიდან კი შეგახსენებთ, რომ ალასანიამ, რომელსაც „ბეზ პიტი მინუტ" თავი პრეზიდენტი ეგონა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამარცხვინოდ ჩაისვარა ზუგდიდში, როლანდ ახალაიასთან მაჟორიტარული არჩევნები წააგო, ზუგდიდელი აქტივისტი ლალი ანთია მას „ნაციონალებთან" გარიგებაში ადანაშაულებდა. ესეც თქვენ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის ანეკდოტი, ალასანიას გაუქრია მილიონი, რომელიც „ქართულ ოცნებას" მის შტაბში გადაუსროლია. სად წაიღე ამდენი ფული, ირაკლი? ირაკლის ბიძინამ 2012 წლის არჩევნებამდე სოლოლაკში, ამაღლების 9 ნომერში, ფეშენებელურ კორპუსში სახლი უყიდა, სხვათა შორის, დავით კეზერაშვილის მეზობლად, გაურემონტა კიდეც, ირაკლის სასათბურე პირობები შეუქმნა, ისევე როგორც ძალიან ბევრს, ბიძინას ნაყიდ სახლში თქვენი თანაპარტიელებიც იქნებიან, სიას კარგად გადახედეთ, ბატონო დავით.


ჰოდა, თქვენმა ირაკლიმ, იმის ნაცვლად, წაგების მიზეზები შეესწავლა, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, ფულების მოძიება და ბიზნესმ- ენებთან შეხვედრები, ბიძინას ზურგს უკან თამაშის ეშხში ისევ შევიდა, დუბაიში „დატყდა" თქვენი მინისტრი, ბიძინას გაეპარა, დუბაიდან „ნაციონალების" ხელისბიჭმა მითხრა, რომ იქ ელიტარულ ღამის კლუბში შეხვდა დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას, სადაც საუბრებიიყო იმაზე, რომ მათი ბიზნეს და პოლიტიკური ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემის შემთხვევაში ირაკლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალები" დაეხმარებოდნენ, ირაკლი ტელეფონით გადაიღეს „ყოჩაღმა ბიჭებმა" და როგორც კი, ალასანიამ სიტყვა გატეხა და გადაგდება დაუპირა, „ნაცბანდელებმა" ინფორმაცია ბიძინასთან შეაგდეს. ამას დაემატა ირაკლის ატროების ამბავი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელ ლამაზმანთან ერთად სკანდალში გაეხვია, თავდაცვის მინისტრს დაგეგმილი ჰქონდა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი, მაგრამ ირაკლი პარიზის გავლით ჩაფრინდა ლონდონში, თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ ალასანიას მეგობარი გოგონა, უგულავას მეუღლე ლელა კიღურაძე და თაკო სალაყაია,„ტუსოვკა" მოიწყვეს სიყვარულის ქალაქში, „სალუტ პარიზ, ჟე ტემ თამუნიაო" და ამის შემდეგ, ირაკლი მატარებლით ჩავიდა ლონდონში. კარგია კარგი ცხორება 7-მილიარდიანი პატრონის ფულებით, მაგრამ ბიძინამ ეს ამბავი რომ გაიგო, ძალიან გაბრაზრდა და ირაკლის ყურები აუწია, ვინც ცოლს ღალატობს, ის თავის „ბოსსაც" ღალატობსო და ირაკლის ერთი მარტივი კითხვა დაუსვა, ბიუჯეტის ხარჯზე რატომ „გულაობო"?


ამ ამბის გახსენება თუ გინდოდათ, დავით ბატონო, წაიკითხეთ და თუკი აქ მოყვანილი ფაქტები თქვენ შეკვეთილი სტატია და ჭორაობა გგონიათ, ამ ამბავში რეკორდსმენები ხართ და თქვენს კოალიციას ჩაეკითხეთ. გაგრძელება თუ გაინტერესებთ, გაეროში გადარეკეთ და მოიკითხეთ, სად მუშაობს ირაკლის მეგობარი ქალბატონი? დაგიდასტურებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ის ამ სკანდალის შემდეგ, აღარ მუშაობს, ან მისი ცოლისდა ფანჯიკიძე დაიკოს კონკურენტს როგორ გააჩერებდა?! „უმწიკვლო" ირაკლიმ მეგობარი გოგონა უმწეო მდგომარეობაში არ დატოვა და როგორც „გაეროში" საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მას მაღალანაზღაურებადი სამსახური „გაუჩალიჩა".


დავით ბერძენიშვილის განცხადების მეორე ნაწილი კი ასეთია:


„ქართული ოცნების" ზოგიერთი მომხრე, მაგალითად, „თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი, რომელსაც დეკლარირებული აქვს, რომ მაგრად მოსწონს ირაკლი ღარიბაშვილი, ამ დროს მაგრად გვაგინებს „რესპუბლიკელებს". ბევრია ადამიანი, რომელსაც მაგრად მოსწონს ღარიბაშწვილი და გვაგინებს „რესპუბლიკელებს". ეს ყოველთვის გულწრფელი დამოკიდებულება არ არის - ხანდახან შეკვეთილია ასეთი ტექსტები. ვარკვევ და მაინტერესებს, რატომ არის შეკვეთილი. იყო დრო, მაგალითად, შარშან, როცა ამ შეკვეთის ავტორები ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ დღეს აღარ არიან. ხანდახან სახელისუფლებო კულუარებიდანაც შეუკვეთენ, ხან „რესპუბლიკელების" და ხან ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წერილებს".


მოდით, ახლა ვთქვათ, საით უბერავს თქვენი მატარებელი? ფაქტია, რომ კბენა-ღრენა და ხელისკვრები დაწყებული გაქვთ კოალიციაში, ახლა რომ გადახტეთ, ორმოში ჩავარდებით, „რაზგონს" იღებთ და დაახლოებით ისე იქცევით, როცა მიშა სააკაშვილმა, ჟვანიამ და ბურჯანაძემ შევარდნაძეს შიგნიდან გამოუტანეს წირვა და რევოლუცია მოუწყეს, ამიტომ დაიცავით ალასანია, მაგრამ ეს ამბავი თქვენ ვერ გამოგივათ, არც მაგის ერთი ადგილი გაქვთ და არც ხალხის ნდობა, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო თათბირზე გითხრათ, რომ 2016 წელს, სავარაუდოდ, ყველა ცალცალკე გახვალთ არჩევნებში. სტატია შეკვეთილია მაშინ, როცა რეალურ ფაქტებს აცდენილია, ჰოდა, თუკი თქვენი ნამოქმედარი არ მოგწონთ, მნიშვნელობა არ აქვს, რა ფერისაა პრესა, პრესის სარკეში, ძალიან მახინჯებად მოსჩანხართ და ეს რა პრესის ბრალია?! მთავარია, შედეგი რა არის, როცა ფაქტზე გამოგიჭერენ, ადამიანმა ის მაინც უნდა მოიფიქრო, რომ შენს ქმედებებში რაღაცა შეცვალო, მაგრამ წლებია, თითქმის ერთსა და იმავე შეცდომებს ცხვირწინ გიდებთ პრესა და შეიცვალეთ? ღარიბაშვილსა და თქვენს შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავთ და თუკი ვერ ხვდებით, რატომ გაგინებენ მისი მომხრეები, პასუხი მარტივია, - საკუთარ პოლიტიკურ ბიოგრაფიას გადახედეთ, მერე „რესპუბლიკელების" განცხადებები ამოიღეთ და მადლობა გადაიხადეთ, რომ „ნაციონალების" სულიერ ძმებს პარლამენტიდან კინწისკვრით არ გყრიან, მაგრამ ამის გამკეთებელი რომ არავინ არის, ამიტომაცაა, რომ უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ!

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016