reportiori.ge - ცნობილი ადამიანების დამაფიქრებელი გამონათქვამები ცხოვრებაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:18
სხვადასხვა
ცნობილი ადამიანების დამაფიქრებელი გამონათქვამები ცხოვრებაზე
26 ოქტომბერი, 2014. 23:50



1. მერი ჯეინ ვესთი: ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ, მაგრამ თუ ღირსეულად, მაშინ ერთხელაც საკმარისია!"


2. ალბერტ აინშტაინი: ცხოვრებაში მხოლოდ ორი გზა არსებობს: პირველი, იცხოვრო ისე თითქოს არაფერია სასწაული. მეორე კი, ცხოვრობდე ისე თითქოსდა ყველაფერი სასწაულია!"


3. ალბერტ აინშტაინი: ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. ბალანსი რომ შეინარჩუნოთ, საჭიროა განაგრძოთ მოძრაობა!"


4. რობერტ ფროსტი: სულ ორი სიტყვით შემიძლია შევაჯამო ყველაფერი,რაც ვისწავლე ამ ცხოვრებისგან: ის გრძელდება!"


5. აგათა კრისტი: მე მომწონს სიცოცხლე. ხშირად სასოწარკვეთილი ვყოფილვარ, სევდით შეპყრობილი, მაგრამ მიუხედავად ისევ სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრება უბრალოდ დიდი საჩუქარია."


6. ჯორჯ ბერნარდ შოუ: ცხოვრების არსი საკუთარი თავის პოვნა არაა. ცხოვრების არსი საკუთარი თავის შექმნაა."


7. მაჰათმა განდი: სიცოცხლე იქაა, სადაც სიყვარულია!"


8. ჯორჯ ბერნარდ შოუ: შეცდომებში გატარებული ცხოვრება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე უსაქმოდ გაცდენილი."


9. მარკ ტვენი: კარგი მეგობრები, კარგი წიგნები და სუფთა სინდისი. აი, რა არის იდეალური ცხოვრება!"


10. ოსკარ უაილდი: ცხოვრება მეტისმეტად მნიშვნელოვანი რამეა, რომ მასზე სერიოზულად ილაპარაკო."


11. ერიხ მარია რემარკი: ცხოვრებას ჩვენი სრულყოფილად ქცევა არ განუზრახავს. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია."


12. ჭაბუა ამირეჯიბი: ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა."


13. ლაო ძი: სიკეთე სიტყვებში ქმნის რწმენას. სიკეთე აზრებში ქმნის სიღრმეს. სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს."


14. კონსტანტინე გამსახურდია: ეს ცხოვრება ბალღის ნიფხავსა ჰგავს- მასავით მოკლე და დასვრილია."


15. გაბრიელ გარსია მარკესი: ცხოვრებაში ის კი არაა მნიშვნელოვანი, თუ რა ხდება ჩვენს თავს, არამედ ის თუ რა გვახსოვს და როგორ გვახსოვს."

 

 

წყარო: 4motivi.com 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016