1. მერი ჯეინ ვესთი: „ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ, მაგრამ თუ ღირსეულად, მაშინ ერთხელაც საკმარისია!"
2. ალბერტ აინშტაინი: „ცხოვრებაში მხოლოდ ორი გზა არსებობს: პირველი, იცხოვრო ისე თითქოს არაფერია სასწაული. მეორე კი, ცხოვრობდე ისე თითქოსდა ყველაფერი სასწაულია!"
3. ალბერტ აინშტაინი: „ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. ბალანსი რომ შეინარჩუნოთ, საჭიროა განაგრძოთ მოძრაობა!"
4. რობერტ ფროსტი: „სულ ორი სიტყვით შემიძლია შევაჯამო ყველაფერი,რაც ვისწავლე ამ ცხოვრებისგან: ის გრძელდება!"
5. აგათა კრისტი: „მე მომწონს სიცოცხლე. ხშირად სასოწარკვეთილი ვყოფილვარ, სევდით შეპყრობილი, მაგრამ მიუხედავად ისევ სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრება უბრალოდ დიდი საჩუქარია."
6. ჯორჯ ბერნარდ შოუ: „ცხოვრების არსი საკუთარი თავის პოვნა არაა. ცხოვრების არსი საკუთარი თავის შექმნაა."
7. მაჰათმა განდი: „სიცოცხლე იქაა, სადაც სიყვარულია!"
8. ჯორჯ ბერნარდ შოუ: „შეცდომებში გატარებული ცხოვრება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე უსაქმოდ გაცდენილი."
9. მარკ ტვენი: „კარგი მეგობრები, კარგი წიგნები და სუფთა სინდისი. აი, რა არის იდეალური ცხოვრება!"
10. ოსკარ უაილდი: „ცხოვრება მეტისმეტად მნიშვნელოვანი რამეა, რომ მასზე სერიოზულად ილაპარაკო."
11. ერიხ მარია რემარკი: „ცხოვრებას ჩვენი სრულყოფილად ქცევა არ განუზრახავს. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია."
12. ჭაბუა ამირეჯიბი: „ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა."
13. ლაო ძი: „სიკეთე სიტყვებში ქმნის რწმენას. სიკეთე აზრებში ქმნის სიღრმეს. სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს."
14. კონსტანტინე გამსახურდია: „ეს ცხოვრება ბალღის ნიფხავსა ჰგავს- მასავით მოკლე და დასვრილია."
15. გაბრიელ გარსია მარკესი: „ცხოვრებაში ის კი არაა მნიშვნელოვანი, თუ რა ხდება ჩვენს თავს, არამედ ის თუ რა გვახსოვს და როგორ გვახსოვს."
წყარო: 4motivi.com