„როგორც ვიცი, პრაქტიკულად ჟვანიას საქმეზე გამოძიება დასრულებულია" - ეს განცხადება მამუკა არეშიძემ „ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. როგორც ექსპერტი ამბობს, ეს საქმე არჩევნების შემდეგ გასაჯაროვდება, როცა მიხეილ სააკაშვილ მოქალაქე სააკაშვილი გახდება - „მაქვს ინფორმაცია, რომ გამოძიება დასრულებულია და წერტილი აქვს დასმული. საქმეში მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა ძალიან მძაფრად იკვეთება. მე თქვენ გეტყვით დადასტურებულ ინფორმაციას, რომ სულ მცირე, სააკაშილი ჟვანიას სიკვდილის წუთებში იქ იყო. დეტალებს ნუ ჩამეკითხებით, რასაც ვამბობ, გაძლევთ ზუსტ ინფორმაციას, ჟვანიას ლიკვიდაციის პროცერსში, სააკაშვილი იქ იყო. ასევე, დაახლოებით ვიცი, სააკაშვილის გვერდით იმ პროცესში ვინ იმყოფებოდნენ, მაგრამ ჯერ ამ საკითხზე ლაპარაკი არ მინდა" - განაცხადა მამუკა არეშიძემ.