პოლონელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც პარალიზებულ ადამიანს დახმარების გარეშე თავად შეეძლო გადაადგილება. ეს შესაძლებელი გახდა იმ გამოკვლევებით, რომელიც მიმდინარეობდა 40 წლის განმავლობაში. პაციენტი იყო 38 წლის მეხანძრე. ის დაჭრეს დანით, რის შედეგადაც მთელი სხეულის ქვედა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა. თუმცა როგორც ცნობილია, ოპერაციის შემდეგ პაციენტმა შეძლო მოძრაობა დახმარების გარეშე.
მეცნიერებმა შეძლეს დაზარალებულის ზურგის ტვინის ნერვების აღდგენა. რეგენერაციისათვის მათ გამოიყენეს პაციენტის უჯრედები ცხვირიდან. ეს უჯრედები პასუხისმგებელნი არიან გარკვეულ სუნზე - ისინი დაზიანებული ზურგის ტვინის ადგილას გადანერგეს. ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ დაიწყო ზურგის ტვინის რეგენერაცია. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ცხვირში არსებულ უჯრედებს აქვთ მუდმივი რეგენერაციის უნარი - ეს საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანმა გაარჩიოს სხვადასხვა სუნი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის აგრეთვე სასარგებლოა ზრდისთვის და ზურგის ტვინის რეგენერაციისთვის. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, შვეიცარიის ნეიროფიზიოლოგებმა პარალიზებულ ვირთხას აღუდგინეს სირბილის უნარი. ცხოველს ზურგის ტვინი ჰქონდა გადაჭრილი - გაჭრა სპეციალური ელექტროიდებით მოხდა.
ელექტროსტიმულაციამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ დაზარალებული ზურგის ტვინმა დაიწყო სწორად მუშაობა. ამგვარად თაგვმა დაიწყო მოძაობა უკანა თათებით, რომლებიც ადრე პარალიზებული იყო. გადაადგილების უნარის აღსადგენი ოპერაციები ტარდება სამედიცინო ცენტრში, რომელიც პოლონეთში მდებარეობს. მეცნიერები იმედოვნებენ რომ ახლი ტექნოლოგია მალე ძალიან მოთხოვნადი გახდება.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ )
(წყარო doctrina.ge )