reportiori.ge - ცხვირის უჯრედების დახმარებით პარალიზებულ ადამიანებს სიარულის საშუალება მიეცათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:24
სხვადასხვა
ცხვირის უჯრედების დახმარებით პარალიზებულ ადამიანებს სიარულის საშუალება მიეცათ
ავტორი:
27 ოქტომბერი, 2014. 11:05


პოლონელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც პარალიზებულ ადამიანს დახმარების გარეშე თავად შეეძლო გადაადგილება. ეს შესაძლებელი გახდა იმ გამოკვლევებით, რომელიც მიმდინარეობდა 40 წლის განმავლობაში. პაციენტი იყო 38 წლის მეხანძრე.  ის დაჭრეს დანით, რის შედეგადაც მთელი სხეულის ქვედა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა.  თუმცა როგორც ცნობილია, ოპერაციის შემდეგ პაციენტმა შეძლო მოძრაობა დახმარების გარეშე.


მეცნიერებმა შეძლეს დაზარალებულის ზურგის ტვინის ნერვების აღდგენა.  რეგენერაციისათვის მათ გამოიყენეს პაციენტის უჯრედები  ცხვირიდან. ეს უჯრედები პასუხისმგებელნი არიან გარკვეულ სუნზე -  ისინი დაზიანებული ზურგის ტვინის ადგილას გადანერგეს.  ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ დაიწყო ზურგის ტვინის რეგენერაცია.  საქმე იმაშია, რომ ადამიანის ცხვირში არსებულ უჯრედებს აქვთ მუდმივი რეგენერაციის უნარი - ეს საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანმა გაარჩიოს სხვადასხვა სუნი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის აგრეთვე სასარგებლოა ზრდისთვის და ზურგის ტვინის რეგენერაციისთვის. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, შვეიცარიის ნეიროფიზიოლოგებმა პარალიზებულ ვირთხას აღუდგინეს სირბილის უნარი. ცხოველს ზურგის ტვინი ჰქონდა გადაჭრილი - გაჭრა სპეციალური ელექტროიდებით მოხდა.


ელექტროსტიმულაციამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ დაზარალებული ზურგის ტვინმა დაიწყო სწორად მუშაობა. ამგვარად თაგვმა დაიწყო მოძაობა უკანა თათებით, რომლებიც ადრე პარალიზებული იყო. გადაადგილების უნარის აღსადგენი ოპერაციები ტარდება სამედიცინო ცენტრში, რომელიც პოლონეთში მდებარეობს. მეცნიერები იმედოვნებენ რომ ახლი ტექნოლოგია მალე ძალიან მოთხოვნადი გახდება.  




(მოამზადა ნინო მჟავანაძემ )

 (წყარო  doctrina.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016