„გავაუქმეთ სადამსჯელო ორგანიზაციები - სოდ-ი და კუდ-ი, სადაც კრიმინალები მუშაობდნენ. მათი ნაწილი პასუხისგებაში იქნა მიცმეული. გავაუქმეთ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. ეს იყო სირცხვილი, მეგობრებო, რომლის გამეორებას აღარასოდეს დავუშვებთ.
ორი წლის განმავლობაში აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა შს სამინისტროს ასზე მეტ ობიექტს.
გასულ წელს პოლიციის მრავალშვილიან თანამშრომლებს ყოველთვიურად 200-დან 500-ლარამდე დანამატი გავუკეთეთ. ასევე, ფინანასდება მათი მკურნალობის ხარჯებიც.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვრის დაცვას. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ავაშენეთ სამი ახალი სასაზღვო სექტორი, ასევე საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთზე - ორი სასაზღვრო სექტორი, საქართველო-სომხეთის სექტორზე - ოთხი სასაზღვრო სექტორი, საქართველო-თურქეთის სექტორზე - ერთი სასაზღვრო სექტორი. წლის ბოლოსთვის დაგეგმილია სამი ახალი სასაზღვრო სექტორის გახსნა. თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ.
საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართვლოს პოზიცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში 48 საფეხურით გაუმჯობესდა. ეს არის ჩვენი პოლიციის, ამ გმირი ბიჭების დამსახურება, რომლებსაც ხან სააკაშვილი აკრიტიკებს, ხან - ჩვენი ოპონენტები. მათ საქმიანობას სჭირდება დაფასება. მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ! თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება არის დაცული. მე და მთავრობა ყოველთვის დაგიდგებით მხარში!" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.