reportiori.ge - 7 სასარგებლო რჩევა ახალბედა დედებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:14
ყვითელი
7 სასარგებლო რჩევა ახალბედა დედებს
ავტორი:
28 ოქტომბერი, 2014. 12:10




როცა ახალბედა დედა ხარ, გარშემო ყველა ცდილობს, ჭკუა გასწავლოს. ზოგი მოძველებულ მეთოდებზე მიგითითებს, რომ აუცილებლად ისინი უნდა შეასრულო, ზოგიერთი მიდგომებს გკარნახობს და ა.შ. თანამედროვე ფსიქოლოგებმა და პედიატრებმა სწორედ ასეთი დედებისთვის შეადგინეს ეს სია, რომელშიც ბევრი გავრცელებული მითია უარყოფილი:


•             არ  არის საჭირო  საბანაო  წყლის  ადუღება  და  მასში  სადეზინფექციო  საშუალებების დამატება.

•             სულაც  არ  გაიზრდება  ბავშვი  ფეხებდაბრეცილი, თუ  მაინცდამაინც  მაგრად არ შებოჭავთ  სახვევებში.

•             ერთჯერადი  საფენების  გამოყენება  არ  ვნებს  ბავშვს. მათში  ისეთივე  ტემპერატურაა, როგორც  მარლის  საფენში. უბრალოდ, დროულად  უნდა  გამოუცვალოთ  და დიდხანს  არ  ეკეთოს  უკვე  დამძიმებული  საფენი.

•             ბავშვი  არ  იყინება  20 გრადუსზე  მეტი  ტემპერატურის  მქონე  ოთახში, თუ  მისი წონა  3,5  კილოგრამზე  მეტია.

 

 

 

 

•             კენგურუს  გამოყენება  არ  ვნებს  ბავშვს, თუ  კარგი  ხარისხისაა, ბავშვი  სწორად  ზის და  2-3  თვეზე  მეტი ასაკისაა.

•             ოყნისა  თუ  გაზგამყვანის  გამოყენება  ნაწლავური  კოლიკის  დროს  არ აზიანებს ბავშვის  ფსიქიკას.

•             ნუ  მიიტანთ  გულთან  ახლოს  "გამოცდილი"  დედების  თუ  ბებიების  ზედმეტად თავსმოხვეულ  და  აქტიურ  რჩევებს. თქვენი  შვილი  უნიკალურია, მას  უნიკალური მიდგომა  სჭირდება. რაც  მეზობლის  ბავშვს  მოსწონს  და  რგებს, ის  თქვენსას  შეიძლება, სულაც  არ  მოეწონოს.

 

 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ )

(წყარო mshoblebi.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016