reportiori.ge - მონა ლიზას თვალებში ინიციალები აღმოაჩინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 03:26
სხვადასხვა
მონა ლიზას თვალებში ინიციალები აღმოაჩინეს
ავტორი:
28 ოქტომბერი, 2014. 12:45




მონა ლიზას გუგებში ინიციალები აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ეს ინიციალები იმ ქალის სახელზე მიუთითებს, რომელიც ლეონარდო და ვინჩის პორტრეტის მოდელი იყო. ფიქრობენ, რომ სურათზე მხატვარმა ლიზა ჰერარდინი გამოსახა, თუმცა ახალი კვლევის ავტორი ამტკიცებს, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა. პროფესორ სილვანო ვინჩენტის განცხადებით, მონა ლიზას თვალებში ლათინური CE  იკითხება. ინიციალების CE-ს გარდა მკვლევარმა მონა ლიზას მეორე გუგაში ასოები LV ამოიკითხა, რომლებიც, როგორც ისტორიკოსი ვარაუდობს, ტილოს ავტორის ინიციალებია.

 

 

ვინჩენტი ასევე ამტკიცებს, რომ ტილოს უკანა მხარეს ციფრი 149 წერია, კიდევ ერთი ციფრი კი  წაშლილია. ისტორიკოსის აზრით, რომელიც არ უნდა იყოს გადაშლილი ციფრი, რიცხვი სურათის შექმნის წელს მიანიშნებს. ამგვარად, ვინჩენტი მივიდა დასკვნამდე, რომ და ვინჩიმ „მონა ლიზა" 1490-იან წლებში დახატა და არა 1503 წელს.

 

 

ვინჩენტი მიიჩნევს, რომ და ვინჩის მოდელი იყო ქალბატონი ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცის გარემოცვიდან, რომელიც მხატვარს მფარველობდა და იგი საკუთარ სამსახურში 1482 წელს აიყვანა.


 

 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

 

(წყარო 1.dainteresdit.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016