reportiori.ge - ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:09
რეგიონები
ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ
28 ოქტომბერი, 2014. 18:07



ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა მოაწყეს პროვოკაცია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარტიის წევრებს, რის შემდეგაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან გამართული აქციები სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ არის ორგანიზებული.


უნდათ აჩვენონ,  თითქოს „ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან ხდება დაძაბულება, რაც ბუნებრივია არ არის სწორი. ამბობენ, რომ თითქოს ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაპროტესტოთ აფხაზეთის ანექსია ან ვთქვათ, რომ პუტინი არ არის კარგი კაცი. აქ სულ რამდენიმე ადამიანია მოსული. მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ ხუთი კაცით შთამბეჭდავ აქციას ვერ ჩაატარებდნენ, მოაწყეს პროვოკაცია, შეიგინეს და ცხადია ახალგაზრდა ბიჭები ამაზე თავს ვერ შეიკავებდნენ. მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ეს ყველაფერი ორგანიზებული იყო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.


პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები კი პროვოკაციის მოწყობასა და ჩხუბის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ადანაშაულებენ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ჯემალ დუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, რასაც ისინი არ დაუშვებენ.


ამათ უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, უნდათ ქვეყანა დააბრუნონ გამაუპატიურებელი ხელისუფლების ქვეყანაში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ამ წუთშიც მოაწყეს პროვოკაცია და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ნოდარ დუმბაძე ფიზიკურად გაუსწორდა ჩვენს აქტივისტს ჯიმშერ კურცხალიძეს. ეს არის მათი მართვის სტილი, ასე მართავდნენ ისინი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში", - განაცხადა ჯემალ დუაძემ.



 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016