reportiori.ge - „ბაჩო ახალაია ჩვენი მეგობარია“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:47
პრეს-დაიჯესტი
„ბაჩო ახალაია ჩვენი მეგობარია“!
ავტორი:
28 ოქტომბერი, 2014. 20:56



„ამ დღეებში „ნაციონალები" და „ზონელები" აზერბაიჯანში იყვნენ ჩასულები, შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს და მიიღეს სამოქმედო დავალებები"!


ფოტო, რომელსაც თქვენ ხედავთ, იმ ვიდეორგოლიდანაა ამოღებული, რომელიც 25 ოქტომბერს აიტვირთა „ფეისბუკში" ბაჩო ახალაიას მხარდამჭერთა გვერდზე. ნიღბიანთაგან ერთი ხმამაღლა აცხადებს: „ბაჩო ახალაია ჩვენი მეგობარია"! ვიდეო გადაღებულია უკრაინაში. ვინ არიან და რას აპირებენ კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახეებს არ გვაჩვენებენ? ამაზე „ქრონიკას არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის" თავმჯომარე, ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება:


- ეს ვიდეო გადაღებულია მანამდე, სანამ ბაჩო ახალაიას გამოუტანდნენ განაჩენს. ჩვენ ამ ბანდფორმირების შესახებ ცნობები გვაქვს ჯერ კიდევ 2012 წლიდან. ის შეიქმნა საპარლამენტო არჩევნების წინ, სადაც ძირითადად გაერთიანდნენ ე.წ. ვეტერანები და გადამდგარი სამხედროები.


- ამ ფორმირებას რამე სახელი აქვს?

 

- არა, ამ ფორმირებაში არიან ბაჩო ახალაიას „ზონდერები". ეს ორგანიზაცია თავის დროზე ჩამოყალიბდა იმისთვის, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში დაერბიათ უბნები და აერიათ სიტუაცია. აქ ძირითადად არიან მეგრელები და უნდა ემოქმედათ სამეგრელოში. თუმცა მცირე რაოდენობით არიან თბილისელებიც, ე.წ. ძველი ბიჭები, ძველი „კულინარიელები" და „მხედრიონელები". რუსთავიდანაც იყვნენ. ეს კრიმინალური ბანდა დაყოფილი იყო სამ ჯგუფად, ერთს მეთაურობდა ზარანდია, ზვიად გამსახურდიას დროს იყო საველე მეთაური. მეორე ჯგუფს მეთაურობდა ჩხეიძე, მესამეს - გია დგებუაძე, ანუ „მასტერა", ხოლო ფორმირებას მთლიანად ხელმძღვანელობდნენ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა. ისინი დაბანაკებულები იყვნენ წალენჯიხის ტყეში და მარტვილის რაიონში. სხვათა შორის, ამ ბანდფორმირების შექმნის ოფიციალური მიზეზი იყო, თუ რუსები შემოვიდოდნენ, ამათ უნდა გაეჩაღებინათ პარტიზანული ბრძოლები, მაგრამ როცა „ნაცმოძრაობა" დადგა ფაქტის წინაშე, „ანუ რეალური წაგების წინაშე, ფერი იცვალა და მოიმართა „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. უკვე გითხარით, მათი მიზანი იყო, სამეგრელოში ჩაეშალათ არჩევნები, მაგრამ როცა ზუგდიდში რიჩარდ ნორლანდი და ბიძინა ივანიშვილი ჩავიდნენ, ეს ვეღარ გაბედეს. მიხეილ სააკაშვილს სწორედ მაშინ აუფრიალს წითელი ბარათი და უთხრეს, არაფერ გაბედო, ხელისუფლება გადააბარე მშვიდობიანი ფორმითო.


- ლადო, რა ხდება ამჟამად? როგორც ვიცი, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ეს ადამიანები გაიფანტნენ, ზოგიერთი საქართველოდანაც წავიდა.

 

- დიახ, ესენი გაიფანტნენ, დროთა განმავლობაში დაიშალნენ და ბევრმა საქართველო დატოვა, მაგრამ როგორც კი უკრაინაში სიტუაცია დაიძაბა,  სააკაშვილმა ისინი შეკრიბა და კიევში გადაისროლა. მან თავისი ბანდფორმირება მოგვიანებით ჩართო საომარ მოქმედებებში. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ უახლოეს ხანში, კერძოდ 15 ნოემბერს, ეს ტიპები, როცა „ნაცმოძრაობა" გამართავს აქციას, იქნებიან რუსთაველზე. აფხაზეთის თემა უბრალოდ შირმაა, 300 კაცზე მეტს სააკაშვილი გადმოისვრის თბილისში, რათა შეასრულონ ერთგვარი მაპროვოცირებელი ფუნქცია. ამასთანავე, ვითომ ამ ადამიანებმა უნდა დაიცვან „ნაციონალები". ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ თავის დროზე სამეგრელოში ნაპოვნი კასრები, სადაც იარაღი და ვიდეოფაილები აღმოაჩინეს,  არის მცირე ნაწილი. სამეგრელოს ტყეებში არსებობს ჯერ კიდევ გაუხსნელი სამალავები და საცავები. სააკაშვილს სხვა გზა არ დარჩენია, ის თამამად აცხადებს, რომ არჩევნებიც კი აღარ არის საჭირო და ხელისუფლებას მანამდე გაისტუმრებს. ამ ადამიანს რისი იმედი აქვს? აი, ასეთი საცავებისა და სამალავების. „ნაციონალების" გეგმის მიხედვით, უნდა აიჭრას სიტუაცია, გავარდეს ტყვია და შეიქმნას ქაოსი. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, იმოქმედოს რეალურად, იმოქმედოს გაბედულად, საქართველოში სიტუაცია უნდა აირიოს 15-დან 23 ნოემბრამდე.


- 23 ნოემბერი რაღაცას მაგონებს.

 

- დიახ, 23 ნოემბერი მათი რევოლუციის მე-11 წლისთავია. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილს სიმბოლური თარიღები ძალიან უყვარს. ზუსტად 23-ში არ დანიშნეს მიტინგი, 23-მდე უნდა გააგრძელონ. ამ დღეებში„ ნაციონალები" და „ზონელები" აზერბაიჯანში იყვნენ ჩასულები, იქ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს და მიიღეს დავალებები. სააკაშვილმა მათ ჩაუტარა ინსტრუქტაჟი და მოითათბირეს, რა უნდა გააკეოთნ. 15-დან ერთი კვირის განმავლობაში უკიდურესად უნდა დაიძაბოს სიტუაცია და ჩვენ ტყვიის გავარდნასაც ველოდებით. ხელისუფლებას ძალიან სერიოზული სამუშაოები ექნება ჩასატარებელი, ძალიან დიდი ყურადღებაა გასამახვილებელი საზღვრებსა და აეროპორტში.


- რა ინფორმაცია გაქვთ, ეს ნიღბიანები უკვე საქართველოში არიან?

 

- მე ვიცი, რომ ისინი ნაწილ-ნაწილ შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგი ჩამოფრინდა, ზოგი სხვა საშუალებებით გადმოვიდა. მათ შემოსვლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც საბერძნეთში დათა ახალაია გაამართლეს და საქართველოში ბაჩო ახალაიას ციხე მიუსაჯეს. ვინაიდან მათი გადმოსროლა ერთბაშად ადვილი შესამჩნევია, ეტაპობრივად შემოდიან. ჩემი ინფორმაციით, 15 ნოემბერს ისინი სრული შემადგენლობით თბილისში იქნებიან.


- თქვენ ორგანიზაცია რას აპირებს?

 

- ჩვენი ორგანიზაცია არ არის გასამხედროებული, ჩვენ ვართ ძირითადად ახალგაზრდები და ჩვენი ძალა არის მხოლოდ სამართლიან სიტყვაში. ჩვენ ხელისუფლებას ვუთითებთ, რა ხდება სინამდვილეში და რა საშიშროება არსებობს. 7 ნოემბრიდან ჩვენ ვიწყებთ აქციებს რუსთაველზე, ამ დღიდან ღამეებს გავათენებთ ოფისში, რათა ნებისმიერ დროს ჩავერთოთ პროცესებში. მე მოსახლეობასაც მოვუწოდებ სიფხიზლისკენ, ჩვენ მწარე დღეები ჯერ კიდევ წინ გვაქვს, არ არის გამორიცხული, თბილისში ტყვია გავარდეს. სწორედ ახლა დგება დრო, როცა „ნაციონალებმა" კუდი უნდა მოიქნიონ, მაგრამ ამის საშუალებას არ მივცემთ.


- მე მგონი, მთავარი ბრძოლა ახლა იწყება.

 

- კი, მეც მაგის თქმა მინდა, თუ ახლა მივეცით გასაქანი, მერე ამათი გაჩერება იქნება რთული. ახლა უნდა ვიმოქმედოთ და დავირაზმოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად.


გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016