საერთაშორისო მაწანწალა, ძებნილი ექსპრეზიდენტი, კრიმინალური რეჟიმის არქიტექტორი, „სიკვდილის ესკადრონების" დამფუძნებელი, პატიმრების სექსუალურ ძალმომრეობის დამმკვიდრებელი, ქართველების სულის ამოხდის დიდოსტატი, ბიზნესმენების რეკეტი, ელიტარული მკვლელების ბერკეტი, კომპრომატების კოლექციონერი, მედიის დამწიოკებელი, მიტინგების ჩამხშობი, სახურავებზე „მფრინავი გვამების" შემოქმედი, 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოკატორი, კლეპტოკრატი, დიქტატორი, ნარკოდამოკიდებული, მსოფლიოს წამყვანი ფსიქიატრების კვლევის ობიექტი... შეფასებების ეს მცირე ჩამონათვალი მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, მაგრამ ის დაუსჯელია, დედის რძესავით შერჩა ქართველების სისხლი, სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებით გამოწვეული სიხარული 2 წელში დასრულდა, დღეს ეს ბოროტების მონა კვლავ საფრთხეს წარმოადგენს, ის ბედავს და „რუსთავი 2"-ით რევოლუციას გვიანონსებს, თურმე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მოიცდის, თურმე, „წმინდა გიორგის" მისიით მოგზავნილია და 23 ნოემბერს უნდა იხსნას ქვეყანა ბოროტებისგან, თურმე ქვეყანაში აპოკალიფსია, თურმე „ჩაცუცქულები" მოდიან, არჩევნებს ვერ დაველოდებით. თუ „კანონიერი ქურდები" ჩამოვიდნენ და მოაჯდნენ ყველაფერს, კიდევ ასეულობით ადამიანი მოკვდება კრიმინალის თარეშის გამო... გვიყვება ზღაპარს ცხვრის ტყავში გადაცმული მიშა, ამიტომ მიშა ფიქრობს, რომ ხალხმა ახლავე უნდა ამოიღოს ხმა.
ხალხოოო... ამოიღეთ ხმა, 15 ნოემბერს გადით რუსთაველზე და გადაითვალეთ რამდენი ხართ?! თუკი ბევრი დადგებით იმ ქუჩაზე, სადაც მუცლით მეზღაპრემ 26 მაისს, სისხლში გაბანავათ და მეორე დღეს აღლუმი ჩაგიტარათ, თუკი 300 000 ციხეგამოვლილი და პრობაციონერი შეუნდობთ მიშას, თუკი შვილმკვდარი დედები მიუტევებთ მას ნულოვან ტოლერანტობას, თუკი თავისუფლებას გაცვლით მონობაზე, თუკი სულის ამოხდა მოგენატრათ, მიდით და, თუკი ბევრნი იქნებით, მიშაც დაეშვება თავისი ვერტმფრენით თავისუფლების მოედანზე, როგორც ეს გიგილომ თავის წერილში მისწერა მიშას, რევოლუციურ გეგმებზე მუშაობისას. მაგრამ ვეჭვობ, რომ ჭკუათმყოფელთა საზოგადოება საკუთარი ღირსებას გადაახტება ისე, რომ ლაჯებქვეშ არ ამოგიგდოს, მიშა! ერის გამბანძებელო, ხალხის დამჩმორებელოყბედო, შემირცხვენია ეს ხელისუფლება, რომელიც ამდენს გაბედვინებს და ღია ეთერით რევოლუციურ მოწოდებებს აკეთებ და პასუხის გამცემი არ გყავს, მაგრამ ნუ ჩქარობ, გარყვნილო ნამხედართმთავარო, თუკი ამ ხელისუფლებაში არ მოიძებნება ერთი ადამიანიც კი, რომელიც კანონიერად პასუხს გაგებინებს, გახსოვდეს, რომ მიიღებ მილიონ მუშტს!
ხელისუფლებას კი უნდა ახსოვდეს, რომ ამ გულწრფელი და დაუცველი ხალხის ხელის გულზე მოვიდა, და როცა ხალხი ხელისგულზე გატარებს, უნდა გახსოვდეს, რომ თითებს შორის უფსკრულია. ხალხი დიდხანს ვეღარ გაუძლებს „ნაციონალების ხროვის" პარპაშს და იმ აზრის პედალირებას, რომ თურმე ეს კრიმინალური ხროვა ოპოზიციაა... როგორც ყოველთვის, ხალხი ახლაც მართალი აღმოჩნდა, „ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების მოთხოვნის იგნორირებამ, შესაძლოა, „ქართული ოცნების" დასამარება გამოიწვიოს. თუ გამსახურდიამ მოახერხა, რომ კომუნისტური პარტია აკრძალა, რატომ ვერ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალების" ალაგმვა, უკეთეს შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება? როცა „ნაცხროვა" ბედავს და იერიშზე გადმოდის, კითხვები ხელისუფლების მისამართით ჩნდება, რატომ არ დაიკითხა სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს, საერთაშორისო ჩართულობით? რატომ წახვედით ხალხის ნების წინააღმდეგ, და რატომ გადაწყვიტეთ, „ნაციონალებთან" პოლიტიკური სექსი გაგემართათ? ვინ შეგიკვეთათ კოჰაბიტაცია? მარტო თქვენსას რომ ისწორებთ და საკუთარ ღირსებას იბრუნებთ, სხვებს ღირსება გასხვისებული აქვთ? ამდენი მკვლელობა და დანაშაული რომ ხდება, იმიტომ მოვეკიდოთ გაგებით, რომ თქვენ დაცულებს გძინავთ? სიხარბით დაბრმავებულებს, რატომ გავიწყდებათ, სხვისი უბედურება? რატომ სწირავთ მშიერ ადამიანს, კვლავ გახდეს დემონის მონა? როცა „ნაცხროვა" კარს გიმტვრევთ, თქვენ კვლავ იმის გარკვევაში ხართ, ვინ უფრო მაგარი ტიპია - პრეზიდენტი თუ პრემიერი? როცა არ არის ერთობა ხელისუფლებაში, უპატრონო სახელმწიფოს რომ ეშმაკი ეპატრონება, ეს განა ახალია? და თუკი დაუშვებთ რაიმე ფორმით ამ ძალის დაბრუნების რეალურ მცდელობას, ორივე მხარემ დაიმახსოვრეთ, ხალხი გადაგთელავთ და თქვენი თამაში დასრულდება! მაწანწალამ ბუა გამოძერწა, მას პუტინი ჰქვია, ეს ის პუტინია, რომელსაც 2004 წელს მიშამ თვალებში რომ ჩახედა, აღფრთოვანებულმა წამოიძახა, ასეთი ჰუმანური თვალები მსოფლიოში არავის აქვსო. დღეს საქართველოში ამ საფრთხობელას სახელით იწყებს „თბილისური მაიდანის" მოწყობას. „კაგებეს" ჯარების მსახური და „კაგებეშნიკის" დისშვილი აი, უკვე მერამდენედ „გვეკაიფება"! რა გინდა, მიშა? ომი? მიიღებ, ოღონდ ქართველი ხალხისგან! ისე კი, რა დოყლაპია უნდა იყო, ხელისუფლება გერქვას და ამ ქვეშაფსიას თავს ასე აბანძებინებდე!
ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა"