reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: 2014 წელს პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექსპორტი გაიზარდა 15%-ით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 15:39
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: 2014 წელს პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექსპორტი გაიზარდა 15%-ით
29 ოქტომბერი, 2014. 10:50



„2013 წელს ექსპორტი გაიზარდა 22,4%-ით და შეადგინა 2,9 მილიარდ დოლარზე მეტი. ზრდა გაგრძელდა 2014 წელშიც, როცა პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექსპორტი გაიზარდა 15%-ით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე „საქართველო - რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12,4%-ით, ხოლო იმპორტს - 7,5%-ით გაზრდის.



ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, ასევე ნატო-სთან ჩვენი კავშირების გაღრმავება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ურთიერთობებს და გვთავაზობს მათი განმტკიცების გენერალურ გეგმას.

 

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმება გვთავაზობს გზამკვლევს, სტიმულირებისა და დაცვის მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენებისათვის.

 

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, აგრეთვე მსოფლიო ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ქსელებში ინტეგრაციაში და ახალ პერსპექტივებს გაუჩენს როგორც საქართველოს, ისე იმ მეწარმეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესით არიან დაკავებული. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა იძლევა ევროპის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობას. ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას უკვე აქვს თავისუფალი გასასვლელი ევროკავშირის ბაზარზე.

 

გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მიმზიდველობას და ქმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს.

 

წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12,4%-ით, ხოლო იმპორტს - 7,5%-ით, რაც, ამავე დროს, ნიშნავს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.



პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 2014 წლის ექვს თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. ამასთან, დაფიქსირდა ექსპორტის (41%) და იმპორტის (9%) არნახული ზრდა, და ეს მაშინ, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.


 

ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა აამოქმედებს ამ ვაჭრობის სრულ პოტენციალს. მართალია, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ჩვენი მეზობელი, ჩვენთვის ამერიკა ისევე ახლოა, როგორც ევროპა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი მოკავშირეა და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები დღითი დღე იზრდება. რაც შეეხება აღმოსავლეთს, ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ აღმოსავლეთ აზიის, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ვეძებთ ამ  ურთიერთობების გაფართოების გზებს. კორეასთან და იაპონიასთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან პოზიტიური ურთიერთობები. ფართოვდება ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან. სულ რამდენიმე კვირის წინ ვიცე-პრემიერი, რომელიც, ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც არის, ეწვია ჩინეთს. მე კი რამდენიმე თვეში ვესტუმრები ამ ქვეყანას. სულ უფრო მეტი ქართველი მიემგზავრება ჩინეთში განათლების მისაღებად და სულ უფრო მეტი ჩინური კომპანია ახორციელებს საქმიანობას ჩვენთან. ჩვენი თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან რეგულარულ ხასიათს ატარებს. ჩვენი ურთიერთობები ყაზახეთთან განსაკუთრებით მჭიდროა. შუა აღმოსავლეთის ბევრი კომპანია ახორციელებს აქტიურ ინვესტიციებს საქართველოში და ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება. რამდენიმე თვის წინ ვიზიტით ვიმყოფებოდი გაერთიანებულ არაბულ საემიროებში, რომლებთანაც აქტიური და რეგულარული გაცვლა-გამოცვლა გვაკავშირებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016