„ისეთი „ჟურნალისტები" გამოდიან ამ ბოლო დროს განცხადებებით თურმე, რომ ზეწოლაა თავისუფალ ჟურნალისტიკაზე..." - Facebook-ის პირად გვერდზე წერს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე:
„თავის სიცოცხლეში თავისუფალი სიუჟეტი რომ არ გაუკეთებიათ და „ნაციონალური მოძრაობის" ჩვეულებრივი მონები იყვნენ:))) აბა ჰე, მიდით ახლა აყაყანდით:))) გაპატიეს, არ ჩაგქოლა ხალხმა, ისევ მიგიღო ასე თუ ისე. ყოველ შემთხვევაში მუშაობ, ენა მაინც ჩაიგდე რა... მაგრამ ააარა. და იცით, რატომ, ჩემო ერთგულო მკითხველო? ღორის ტილის პრინციპია... ნაციონალს და მის მონას არ უნდა აპატიო, არ უნდა შეუნდო, ადამიანად არ უნდა ჩათვალო თურმე, იმიტომ რომ ისევ თავზე მოჯდომას გადაწყვეტს... ვამბობ, სისხლი აქვთ გამოცვლილი-თქო და ვინ მიჯერებს", - წერს ბაკურაძე.
სტილი დაცულია
(მოამზადა ანა ნოდიამ)