reportiori.ge - 5 პროდუქტი, რომლის მირთმევაც სიცივეში არ შეიძლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 03:40
სხვადასხვა
5 პროდუქტი, რომლის მირთმევაც სიცივეში არ შეიძლება
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2014. 12:49


პირველი ყინვა - ეს ყოველთვის მძიმე გამოცდაა. ამ დროს საჭიროა, ფრთხილად ვიმოქმედოთ, კერძოდ კი, ვეცადოთ, არ ვავნოთ საკუთარ თავს... გათბობის მიზნით.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ყინვაში ყველას გვსურს, რაიმეთი გავითბოთ თავი. ეს შეიძლება იყოს გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი ან წვნიანი. მაგრამ ხანდახან ქუჩაში გასვლის წინ რეკომენდებული არ არის ამ "გამათბობლების" გამოყენება.


თაფლი

საოცრად სასარგებლოა გაციების დროს, მაგრამ  ის შესაძლოა, გაციების მიზეზიც გახდეს. საქმე ისაა, რომ თაფლს ძლიერი გამათბობელი ეფექტი აქვს, განსაკუთრებით, თუ მას ჩაისთან ან სხვა ცხელ სასმელთან ერთად მიიღებთ. თუნდაც ერთი კოვზი თაფლი, რომელსაც თბილ სამზარეულოში მიირთმევთ, შესაძლოა, გახდეს გაციების მიზეზი, თუკი თქვენ მაშინვე გახვალთ სიცივეში.


ჯანჯაფილი

ბევრჯერ დაიწერა, რომ ჯანჯაფილი უებარია სხვადასხვა დაავადების დროს და განსაკუთრებით სასარგებლოა გაციებისას. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ჯანჯაფილიანი ჩაის მიღების შემდეგ არ შეიძლება ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. ესეც შესაძლოა, გაციების მიზეზი გახდეს.


სანელებლები

სანელებლები, რომელთა დამატებაც ძალიან გვიყვარს გლინტვეინში, ასევე გამათბობლად მოქმედებს ორგანიზმზე. ამიტომაც სიცივეში გასვლის წინ ნუ მიიღებთ სასმელებს, რომლებშიც დამატებულია დარიჩინი, მიხაკი, მუსკატი, წიწაკა და სხვა...


ალკოჰოლი

ძალიან ხშირად ყინვაში ადამიანი მაგარი სასმელებით - არყით, კონიაკით - თბება, მაგრამ ამ სასმელით მიღებული გამათბობელი ეფექტი ხანგრძლივი არ არის. საქმე ისაა, რომ ალკოჰოლი თავდაპირველად აფართოებს სისხლძარღვებს, შემდეგ მათ მკვეთრ შევიწროებას იწვევს. ამიტომაც სითბოს ტალღა ჯერ უცებ მოედება ორგანიზმს, შემდეგ კი მალევე უარესად გააციებს მას.


კიდევ ერთი საშიშროება: ალკოჰოლის ზემოქმედების დროს ქვეითდება შეგრძნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავთბით, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. ძლიერ ყინვაში შესაძლოა, მოვდუნდეთ და ვერ შევამჩნიოთ, როგორ გავიყინეთ.


ფორთოხალი

ამ ციტრუსში დიდი რაოდენობით C ვიტამინია და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. ისინი აუცილებლად უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ გავიძლიეროთ იმუნიტეტი, მაგრამ ფორთოხლის ან მისი წვენის მიღება იმისათვის, რომ გავთბეთ, არ არის სწორი. საქმე ისაა, რომ ეს ხილი პირიქით, აგრილებს ორგანიზმს. ამიტომაც სიცივეში გასვლისას უმჯობესია, ის არ მიირთვათ. თბილ შენობაში კი, რა თქმა უნდა, მიირთვით რამდენიც გენებოთ.


 

 

( მოამზადა  ნინო  მჟავანაძემ)

 

 

(წყარო  1.dainteresdit.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016