ყველასათვის საყვარელი მანდარინის მეშვეობით სახსრების მკურნალობის გამაოგნებელი ხერხი არსებობს. ამისთვის გამოიყენება მთლიანი მანდარინი, როგორც რბილობი, ასევე კანი.
ძლიერი სამკურნალო თვისებების გარდა, მანდარინს გააჩნია ასევე ანტიმიკრობული თვისება. დღის განმავლობაში საჭიროა დაახლოებით 7 მანდარინის ჭამა. მათი მიღება შეიძლება როგორც ჭამამდე, ასევე საკვების მიღების ინტერვალებში.
მანდარინი კარგად გარეცხეთ, გაფცქვენით და კანი დადეთ გასაშრობად. კანის გაშრობა უმჯობესია ბნელ, თბილ ადგილას. გამხმარი მანდარინის კანი შეგიძლიათ დააქუცმაცთ ხელით ან სანაყში. ასეთი წესით დამზადებული კანისგან ამზადებენ სამკურნალო ჩაის.
მომზადების წესი: 1 ჩ.კ. დაქუცმაცებული მანდარინის კანი და 1 ჩ.კ. მოცხარის ფოთოლი აურიეთ ერთმანეთში და დაასხით 1ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 30 წუთი და შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 30 წუთით ადრე ჭამამდე დღეში 3-ჯერ. ყოველი მიღების წინ დაამზადეთ ახალი ჩაი.
სახსრების გაწმენდის პროცესი გრძელდება 1-დან 3 თვემდე. ადამიანი თვითონ იგრძნობს მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ გაუმჯობესების პირველივე ნიშნებისას არ ღირს პროცედურის შეწყვეტა. გაუმჯობესების შემდეგ კიდევ 2-3 კვირის განმავლობაში გააგრძელეთ ჩაის მიღება.
წყარო - etanews.ge
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)