reportiori.ge - რატომ ყვირიან ადამიანები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 03:40
სხვადასხვა
რატომ ყვირიან ადამიანები
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2014. 16:13






ერთხელ მასწავლებელმა ჰკითხა თავის მოსწავლეებს:


             რატომ ყვირიან ადამიანები, როცა კამათობენ?

             იმიტომ, რომ სიმშვიდეს კარგავენ, - უპასუხა ერთმა.

        კი მაგრამ, ყვირილი რა საჭიროა, თუ მეორე ადამიანი გვერდით გიდგას? - იკითხა ისევ მასწავლებელმა, - ნუთუ არ შეიძლება, მას წყნარად ელაპარაკო? რა საჭიროა ყვირილი, როცა გაბრაზებული ხარ?

მოსწავლეებმა თავიანთი პასუხები შესთავაზეს, მაგრამ მასწავლებელს არც ერთი არ მოეწონა. ბოლოს უთხრა:


             როცა ადამიანები ერთმანეთით უკმაყოფილონი არიან და ჩხუბობენ, მათი გულები სცილდება ერთმანეთს. იმისთვის, რომ ეს მანძილი დაფარონ და ერთმანეთის ხმა გაიგონონ, ყვირილზე გადადიან. რაც უფრო მეტად ბრაზობენ, მით უფრო ხმამაღლა ყვირიან.


და რა ხდება, როცა ადამიანები შეყვარებულები არიან? ისინი არ ყვირიან, პირიქით, წყნარად ლაპარაკობენ. იმიტომ, რომ მათი გულები ძალიან ახლოსაა, მანძილი მცირეა. როცა კიდევ უფრო უყვარდებათ, მაშინ არც ლაპარაკობენ, მხოლოდ ჩურჩულებენ და სულ უფრო უახლოვდებიან თავიანთ სიყვარულს. ბოლოს ჩურჩულიც კი არ არის საჭირო. მხოლოდ უყურებენ ერთმანეთს და ყველაფერი უსიტყვოდ ესმით.


ჰოდა, როცა ჩხუბობთ, არ მისცეთ ნება თქვენს გულებს, რომ ერთმანეთს დაშორდნენ, ნუ იტყვით ისეთ სიტყვებს, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის მანძილს თქვენს შორის. იმიტომ, რომ შეიძლება ისეთი დღეც დადგეს, როცა მანძილი ძალიან გაიზრდება და მას ვეღარაფერი უშველის.

 

(მოამზადა ნინო  მჟავანაძემ)

(წყარო  mshoblebi.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016