„ნიჭიერის"ჟიურისერთ-ერთი წევრი ია ფარულავა ანრი ჯოხაძის მიერ „facebook"-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა, სადაც ის „ნიჭიერის" კონკურსანტს ამალია ჯიბლაძეს აფერისტს უწოდებს და ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს.
„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამალიას ფონოგრამაზე ემღერა, მე გამოცდილება არა მაქვს, რომ შევამჩნიო ვინ მღერის ფონოგრამაზე და ვინ არა, როგორც ჩანს, ანრის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ფონოგრამაზე სიმღერის და თვალი აქვს სამაგისოდ, მე არა მაქვს. პირიქით, ისე ვიყავი აღელვებული და შეძრული ამ ქალის სიმღერით, რომ ერთი წამითაც არ გამივლია გულში, ამ ქალმა ფონოგრამაზე იმღერა თუ არ იმღერა.
ეს, რა თქმა უნდა, სპეციალისტების გასარკვევია, მაგრამ რას იტყვის ანრი ჯოხაძე, მაშინ, როცა ეს ქალი აუცილებლად გავა ფინალში და იქ ლაივში იმღერებს და არა ფონოგრამით, მერე რაღას გვეტყვის?! აი, ეს არის საინტერესო", - წერს ფარულავა.