reportiori.ge - ანუკა არეშიძე: პატრიარქი გააკრიტიკეს - რატომ თქვა, ნუ გაახმაურებთ მკვლელობებსო, თურმე არ ყოფილა მტყუანი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:41
პრეს-დაიჯესტი
ანუკა არეშიძე: პატრიარქი გააკრიტიკეს - რატომ თქვა, ნუ გაახმაურებთ მკვლელობებსო, თურმე არ ყოფილა მტყუანი...
ავტორი:
31 ოქტომბერი, 2014. 10:57


კახი კალაძის მეუღლე ანუკა არეშიძე ქალებზე გახშირებულ ძალადობას და მისი გაშუქების ფორმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:




პატრიარქი გააკრიტიკეს, რატომ თქვა, ნუ გაახმაურებთ მკვლელობებსო. თურმე არ ყოფილა მტყუანი. ამას დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ამ ქალბატონმა . ყურადღებით წაიკითხეთ, განსაკურებით ჟურნალისტებმა



ვნახე კადრები, რომელიც ძალიან მძიმე სანახავი იყო. მიცვალებული გდია, კეფიდან სისხლი მოსდის და ხალხი ძალიან მშვიდად დადის. ასეთ დეტალებს რომ უშვებ დღის განმავლობაში, როდესაც დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვებმაც ნახონ. ვფიქრობ, არ არის რეკომენდირებული", - წერს ანუკა არეშიძე.



რაც შეეხება ჟურნალისტს, რომლის მიმართვაც ანუკამ გამოაქვეყნა, მაია ქვარცხავაა, რომელიც მკვლელობების გაშუქებასთან დაკავშირებით კოლეგებს მიმართავს. 



მიმართვა ჟურნალისტებს მკვლელობების გაშუქების გამოებოლასთან დაკავშირებით ასოშაიტედ პრესმა" რჩევების სია გამოსცა, თუ როგორ უნდა გაშუქდეს მედიაში ვირუსის გავრცელება ისე, რომ მოსახლეობაში ზედმეტი პანიკა არ დავთესოთ



ოჯახური ძალადობის გამო ქალების მკვლელობებთან დაკავშირებითაც კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები გავითვალისწინებთ ვერტერის სინდრომს" (უკავშირდება გოეთეს რომანს ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი") და ინფორმაციას ისეთი ზედმეტად სენსაციური დრამატიზირებით არ გადავცემთ, რომ უნებურად მათი განმეორებითი და მიბაძვითი ალბათობაც გავზარდოთ



სერიოზულ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ შეტევასთან გვაქვს საქმე და ეს მართლა ძალიან საშიში შეიძლება იყოს, თუ უკვე არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამნაშავეობის მსგავსი ჯაჭვური რეაქციის შემთხვევებს ქოფიქეთსაც" უწოდებენ. ქოფიქეთის ეფექტი" არის კრიმინალისტიკაში და ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი ძალადობრივი მკვლელობის და თვითმკვლელობის სენსაციური პუბლიკაციებით შექმნილი ტენდენცია, რომელიც მათ შემდგომ იმიტაციაში გამოიხატება. ის პირველად დევიდ ფილიპსმა, ამერიკელმა სოციოლოგმა აღმოაჩინა



1947-1968
წლების მკვლელობათა სტატისტიკის შესწავლის შემდეგ მან ნახა, რომ ყოველი გახმაურებული თვითმკვლელობის შემდეგ პირველი ორი თვის განმავლობაში საშუალოდ 58-ით მეტი ადამიანი იკლავდა თავს, ვიდრე სხვა დროს. ალბათ ბევრს სმენია მერლინ მონროს ან სერგეი ესენინის თვითმკვლელობის შემდეგ მომხდარი სუიციდის მასობრივი შემთხვევების შესახებ



ღმერთმა ნუ ქნას და თუ კიდევ მოხდა ცოლის მოკვლის ფაქტი საქართველოში, შესაძლოა, თითო აგური ამ უაღრესად კომპლექსურ პრობლემაში და კოშმარულ დანაშაულში ჩვენი, ჟურნალისტების დადებულიც იყოს. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, ვიდრე სხვების მოვალეობებზე ვისაუბრებდეთ, ჩვენ წილ პასუხისმგებლობაზეც დავფიქრდეთ და ცოტა ფრთხილად გავაშუქოთ მსგავსი მოვლენები



ყოველდღიურობაში ჩაფლულებს ხშირად გვავიწყდება, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაკისრია და სიტყვის სახით ხელში შეიძლება დატენილი პისტოლეტი გვეჭიროს
მადლობა ყურადღებისთვის
პატივისცემით, მაია ქვარცხავა", - წერს ჟურნალისტი.




(წყარო: რეიტინგი, სალომე დადიანი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016