მომღერალი ანრი ჯოხაძე „ნიჭიერის" კონკურსანტის ამალია ჯიბლაძის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ კონკურსზე ნომერი ცოცხლად შესრულებული არ ყოფილა.
„თავიდან არც მიფიქრია, რომ ეს იყო პლუს ფონოგრამა. ტელევიზიით ვუყურე და ეტყობა, ამას მაინც სხვა ეფექტი აქვს. მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაშიფრა ეს ნამღერი და მეც მივაქციე ყურადღება. ვიდეოჩანაწერში ორი ხმა შემოდის, ე.წ. დაბლ ტრეკი ჩართული იყო (მიკროფონი) და რაღაც ლაფსუსის გამო გამოჩნდა, რომ იყო ფონოგრამა. შეიძლება ქალბატონი ამალია კარგად მღერის ცოცხლად, მაგრამ ეს ნომერი საწყენია, რომ ცოცხალი არ იყო. შემდგომში შეიძლება ზუსტად ასევე კარგად იმღეროს ცოცხლად და ალბათ გვიმღერებს და დავრწმუნდებით, რომ ის ნიჭიერია. მე ხომ ვამბობ, თავიდან ისე მომეწონა, მეგონა, რომ "ნიჭიერის" გამარჯვებული უნდა ყოფილიყო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო ფრაზა, როცა მისი ნამდვილი ხმა დაედო იმ ნამღერს, იქ ცოტა წკმუტუნებს. ეს ჩანაწერში კარაგად ჩანს. ეტყობა, ხმის რეჟისორმა დროზე ადრე გაუხსნა მიკროფონი. საწყენი ის კი არ არის, რომ ფონოგრამაზე იმღერა, არამედ ის, რომ ამდენი ემოცია, რომელიც ამ ქალბატონმა გულწრფელად ხალხისგან დაიმსახურა, ეს მისი მხრიდან იყო დადგმული და სიცრუე მოცემულ სიტუაციაში. ალბათ გვიმღერებს შემდეგ ტურში და დაგვიმტკიცებს, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია", - განაცხადა ანრი ჯოხაძემ.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: ambebi.ge