reportiori.ge - ანრი ჯოხაძე: საწყენია, რომ ეს ნომერი ცოცხლად შესრულებული არ იყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:21
ყვითელი
ანრი ჯოხაძე: საწყენია, რომ ეს ნომერი ცოცხლად შესრულებული არ იყო
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2014. 10:59


მომღერალი ანრი ჯოხაძე „ნიჭიერის" კონკურსანტის ამალია ჯიბლაძის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ კონკურსზე ნომერი ცოცხლად შესრულებული არ ყოფილა.



თავიდან არც მიფიქრია, რომ ეს იყო პლუს ფონოგრამა. ტელევიზიით ვუყურე და ეტყობა, ამას მაინც სხვა ეფექტი აქვს. მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაშიფრა ეს ნამღერი და მეც მივაქციე ყურადღება. ვიდეოჩანაწერში ორი ხმა შემოდის, ე.წ. დაბლ ტრეკი ჩართული იყო (მიკროფონი) და რაღაც ლაფსუსის გამო გამოჩნდა, რომ იყო ფონოგრამა. შეიძლება ქალბატონი ამალია კარგად მღერის ცოცხლად, მაგრამ ეს ნომერი საწყენია, რომ ცოცხალი არ იყო. შემდგომში შეიძლება ზუსტად ასევე კარგად იმღეროს ცოცხლად და ალბათ გვიმღერებს და დავრწმუნდებით, რომ ის ნიჭიერია. მე ხომ ვამბობ, თავიდან ისე მომეწონა, მეგონა, რომ "ნიჭიერის" გამარჯვებული უნდა ყოფილიყო.

 

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო ფრაზა, როცა მისი ნამდვილი ხმა დაედო იმ ნამღერს, იქ ცოტა წკმუტუნებს. ეს ჩანაწერში კარაგად ჩანს. ეტყობა, ხმის რეჟისორმა დროზე ადრე გაუხსნა მიკროფონი. საწყენი ის კი არ არის, რომ ფონოგრამაზე იმღერა, არამედ ის, რომ ამდენი ემოცია, რომელიც ამ ქალბატონმა გულწრფელად ხალხისგან დაიმსახურა, ეს მისი მხრიდან იყო დადგმული და სიცრუე მოცემულ სიტუაციაში. ალბათ გვიმღერებს შემდეგ ტურში და დაგვიმტკიცებს, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია", - განაცხადა ანრი ჯოხაძემ.





(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

წყარო:      ambebi.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016