„ნიჭიერის" კონკურსანტის ამალია ჯიბლაძის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო პროექტის პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ისევე როგორც ყველა სხვა მონაწილე, ამალია ჯიბლაძეც ცოცხლად მღეროდა.
„ყველა სასიმღერო კონკურსი, გამონაკლისების გარდა, ყოველთვის არის ცოცხლად ნამღერი. ყველა კონკურსანტი, ვინც კი გვყოლია, ყველას უმღერია და მღერის ცოცხლად. მათ შორის ამალიამაც იმღერა, როგორც ყველა კონკურსანტმა. ფილარმონიაში ის მინუს ფონოგრამაზე გამოვიდა, ანუ მინუს ვოკალი, რადგანაც მისი ვოკალი იყო ცოცხლად.
უამრავ რაღაცას წერენ ხოლმე, როცა ადამიანი ასე ცოტა ხანში პოპულარული გახდება. რაც იწერება და ამბობენ, ყველაფერზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ფაქტი ის არის, რომ ამალიამ ცოცხლად შეასრულა სიმღერა. თუ ამას სერიოზულ ფორმას აძლევენ, სერიოზულ ფორმას მივცემთ ჩვენც, რადგანაც ეს ცილისწამებაა და ასეთი რაღაცები აღარ შეიძლება. თუ ჭორებზე ვლაპარაკობთ, ჭორები ყოველთვის იქნება", - აცხადებს გიორგი ხაბურზანია.
აღნიშნულს კონკურსის მონაწილე ამალია ჯიბლაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნომერი ცოცხლად შეასრულა.
„ფონოგრამა არ იყო. მე ცოცხლად ვიმღერე", - აღნიშნავს ამალია ჯიბლაძე.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარი: ambebi.ge