არის თუ არა განათლება წარმატების გარანტი? შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლება წარმატების გარანტიას არ იძლევა.
ბევრი რამე, რასაც უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიან, უბრალოდ, პრაქტიკულ ღირებულებას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, გარკვეული დროის შემდეგ ბევრი რაღაცა გავიწყდებათ, რაც უმაღლეს სასწავლებელში მოისმინეთ.
რეალური სარგებელი მხოლოდ იმ ცოდნას აქვს, რომელიც პრაქტიკული მოქმედების დროს მიიღეთ და ისწავლეთ.
მსოფლიოში არაერთი მილიერდერია, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს. მათ წარმატებას იმ ცოდნით მიაღწიეს, რომელიც პრაქტიკული მოქმედების დროს მიიღეს.
გთავაზობთ იმ ადამიანების მაგალითებს, ვინც წარმატებას უმაღლესი განათლების გარეშე მიაღწია.
1.სტივ ჯობსი - კოლეჯიდან სწავლის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ წავიდა და ისე იცხოვრა, რომ უმაღლესი განათლება არც მიუღია.
2. ბილ გეითსი - ჰარვარდიდან ისე წავიდა, რომ სწავლა არ დაუსრულებია, მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი, მილიარდერი გამხდარიყო და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველა დიდი კორპორაცია შეექმნა.
3. მარკ ცუკერბერგი - ჰარვარდში სწავლისას დააარსა „facebook" თუმცა, სწვალა არ დაუმთავრებია.
4. რომან აბრამოვიჩი - იგი მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლის მისაღებ გამოცდებში ჩაიჭრა.
5. ინგვარ კამპრადი - დღეს ის ავეჯისა და საოჯახო საქონლის ყველაზე დიდ კომპანიას IKEA-ს ფლობს, თუმცა, უმაღლესში არასდროს უსწავლია.
6. ჰენრი ფორდი - მან შექმნა კონცეფცია „ავტომობილი თითოეული ადამიანისთვის", რათა მხოლოდ მდიდარ ადამიანებს არ ესარგებლათ ამ პრივილეგიით. არც მას ჰქონია უმაღლესი განათლება.
წყარო - ici.ge
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)