თაფლი უნდა შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილას მინის ან მომინანქრებულ თავდახურულ ჭურჭელში, ვინაიდან იგი ადვილად იღებს უცხო სუნს. ასეთ პირობებში ის შეიძლება წლობით შევინახოთ.
მზის პირდაპირი სხივები უარყოფითად მოქმედებს თაფლზე. 48 საათით მზეზე გაჩერების შემდეგ მასში იშლება ფერმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი.
არ შეიძლება თაფლის შენახვა ლითონის ჭურჭელში - იგი მასთან რეაქციაში შევა და მომწამლავ მარილებს წარმოქმნის.
პლასტმასის ჭურჭელში თაფლი შეიძლება შევინახოთ არა უმეტეს ერთი კვირის განმავლობაში.
თაფლის სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავების შემდეგ ისპობა, ამიტომ:
• ნუ გააცხელებთ ან მოხარშავთ თაფლს;
• ნუ ჩადებთ თაფლს მდუღარე წყალში ან ჩაიში. გააგრილეთ ჩაი და მხოლოდ შემდეგ უყავით თაფლი.
თუ ჩაშაქრული თაფლი არ გიყვართ, სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, ძალიან ფრთხილად უნდა გაადნოთ: ჩადეთ ქილა თბილ და არა ცხელ წყალში და დაელოდეთ. სამწუხაროდ, გოზინაყის მომზადებისას თაფლი სასარგებლო თვისებებს კარგავს.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო mkurnali.ge )