reportiori.ge - ადამიანის ხასიათი საყვარელი ხილის მიხედვით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 03:29
სხვადასხვა
ადამიანის ხასიათი საყვარელი ხილის მიხედვით
ავტორი:
31 ოქტომბერი, 2014. 10:44


ადამიანის ხასიათი ორგანიზმის  პროცესებზეა დამოკიდებული. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რასაც ადამიანი მიირთმევს, ისეთი ხასიათიც აქვს. აირჩიეთ თქვენი საყვარელი ხილი და ნახეთ რამდენად შეგეფერებათ დახასიათება.

 

1)ბალი: მათი ცხოვრება ყოველთვის "ტკბილი" არ არის. ასეთი ადამიანების ცხოვრებაში ხშირია აღმაფრენა და დაცემა. აქვთ მდიდარი ფანტაზიის უნარი. ერთგული პარტნიორები არიან, თუმცა გრძნობების გამოხატვა ცოტათი უჭირთ. მათთვის არაფერია საყვარელ ადამინთან ყოფნაზე უკეთესი.

 

2)ვაშლი: მათ ახასიათებთ ექსტრავაგანტულობა, იმპულსიურობა და გულახდილობა. აქვთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი. ვაშლის მოყვარული ქალი მოკლებულია ყოველგვარ რომანტიულ განცდებს. ის ისეთივე მაგარია, როგორც ვაშლი. ქორწინებაში ერთგული და მყარი დასაყრდენია.

 

3)მარწყვი: მხიარული ადამიანია, შეუძლია ნებისმიერთან გამონახოს საერთო ენა. მათთვის დამახასიათებელია ელეგანტურობა, უყვართ ლამაზი ნივთები. არ იციან თუ რა არის შური, თუმცა იტანჯებიან ეჭვიანობის გამო. ასეთ ქალებს მყუდროება უყვართ, ახასიათებთ ჭორაობა. მარწყვის მოყვარულებს ყოველთვის აქვთ განსაკუთრებული შარმი.

 

4)ფორთოხალი: ფორთოხლის მოყვარულებს აქვთ უზომო მოთმინების უნარი და სულიერი სიძლიერე. მუშაობენ ნელა და დალაგებულად. როგორც წესი მორცხვი, მაგრამ ერთგული მეგობარია. უყვართ მთელი გულით და ყველანაირად გაურბიან კონფლიქტებს.

 

5)მანდარინი: ასეთი ადამიანები ქარაფშუტები არიან. კარგი მეგობრები, კომპანიის "სული", მათთან ერთად სასიამოვნოა სუფრაზე ჯდომა. ოჯახისთვის მანდარინის მოყვარული ხშირად ძალიან არასერიოზულია.

 

ციტრუსოვანი კულტურები უყვართ მორცხვ ქალებს. მამაკაცებს ისინი თავისი სინაზით იპყრობენ. მათთვის დამახასიათებელია ინტელექტის მაღალი დონე.

 

6)ყურძენი: საყვარელი ხილია ადამიანებისა, რომლებიც ადვილად ბრაზდებიან, მაგრამ ასევე ადვილად მშვიდდებიან. ასაკის მიუხედავად უყვარს პატარა სიურპრიზები და უწყინარი ხუმრობები. მათ ესაჭიროებათ გამგები პარტნიორი.

 

 

7)მსხალი: მსხლის მოყვარულს შეუძლია ნებისმიერი პრობლემა დაძლიოს. მეგობრობა მათთვის მძიმე ტვირთია. მსხლის მოყვარულ ქალებს ახასიათებთ განუმეორებელი შარმი. ძალიან სექსუალურები არინ და მამაკაცის განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ. მათ ესაჭიროებათ, რომ ხელის გულზე ატარონ.

 

 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ )

(წუარო intermedia.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016