ის, ვინც უფრთხილდება თავის თანამდებობას და ადგილს, ასჯერ უნდა დაფიქრდეს მანამ, სანამ რამეს ეტყვის თავის უფროსს დავალებაზე ან თხოვნაზე. ეს ეხება როგორც პროფესიულ კომპეტენციას, ასევე პირად ურთიერთობას და დამოკიდებულებას რამეს მიმართ.
გთავაზობთ იმ ფრაზების სიას, რომელიც უფროსის თანდასწრებით არ უნდა თქვა, თუ შენს სამსახურს უფრთხილდები.
1. მე არ შემიძლია ამის გაკეთება - ფრაზა, რომელიც კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს თქვენს პროფესიულ სარგებელს. სანამ გადაწყვეტთ, რისი კეთება შეგიძლია და რისი არა, სთხოვეთ დახმარება კოლეგას ან ჰკითხეთ რჩევა უფრო კომპეტენტურ ადამიანს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ განუცხადოთ ამის შესახებ უფროსს.
2. ეს არ არის ჩემი პრობლემა ან მე არ ვარ დამნაშავე - ამ ფრაზის წარმოთქმის შემდეგ თქვენს უფროსს შეიძლება გაუჩნდეს შთაბეჭდილება, რომ შენ არ გინდა აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. მათ შორის არც იმ შემთხვევაში, თუ საქმე შენს შეცდომებს ეხება. მაშინაც კი, თუ ეს სინამდვილეში არ არის შენი პრობლემა, გაუწიეთ დახმარება უფროსს და ის ამას დააფასებს, მომავალში ის თქვენ უკეთ თანამდებობას შემოგთავაზებთ.
3. ეს არ შედის ჩემს მოვალეობაში ან ამისთვის მე არ მიხდიან - ნებისმიერი სამუშაო თავის თავში გულისხმობს, რომ შენ იმუშავებ ნორმაზე მეტს, რადგან შენ ნაღვლობ კომპანიის ბედ-იღბალზე, თუმცა ეს იდეალში. სინამდვილეში კი ჩვენ გვიწევს დამატებითი სამუშაოს შესრულება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ეს უფროსმა გვთხოვა, არ ღირს ამ მომენტში მას უარი უთხრათ, რადგან ეს შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს თქვენი დაწინაურების საკითხში.
4. მე ვმუშაობ ფულის გამო, ან მე არასდროს მყოფნის ფული ხელფასამდე - უფროსმა შეიძლება იფიქროს, რომ თქვენ მხარჯველი ხართ და დაინტერესებული ხართ შემოსავლით და არა კარიერული წინსვლით. არცერთ უფროსს არ სიამოვნებს იმის გაგება, რომ გამომუშავებული თანხა არის ის ერთადერთი სტიმული, რომლითაც შენ შეიძლება წარმოაჩინო თავი სათანადოდ შენს საქმეში.
5. მე მალე წასვლას ვაპირებ, ამიტომაც ჩემთვის სულერთია - თუ შენ ნამდვილად გადაწყვეტილი გაქვს ამ კომპანიაში მუშაობის შეწყვეტა, ასეთი ფრაზის თქმა არავისთვის არ ღირს, რადგან თქვენ შემცვლელს მანამდე მოგიძებნიან, ვიდრე თქვენ წახვალთ.
6. მე უინტერესოდ ვარ, ან ჩემი სამუშაო ზედმეტად მარტივია - ფრაზა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ არაკეთილსინდისიერად მუშაობთ ან თავს ზედმეტად ჭკვიანად თვლით ასეთი სამსახურისთვის. თქვენი სიტყვების შემდეგ, როგორც წესი, პირველ რიგში ამცირებენ.
7. მე არ შემიძლია მუშაობა ამ ადამიანთან ერთად, ან ის მე არ მომწონს - ასეთი ფრაზის შემდეგ უკეთ დაგაკვირდებიან შენ, ვიდრე იმას, ვინც შენ არ მოგწონს, რადგან არავის მოსწონს ის, ვინც სხვას აბეზღებს. არავის აინტერესებს, შეგიძლია თუ არა შენ კოლექტივთან ერთად მუშაობა, თუ თქვენ დაგიქირავეს სამუშაოდ, თქვენ უნდა მიიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის.
8. გუშინ ისე დავიღალე, ან დღეს ნაბახუსევი ვარ, ან გადაღლილი ვარ - ეს არის იმის ახსნა, რატომ ვერ ახერხებ შენ შენი მოვალეობების შესრულებას, როგორც წესი იწვევს ეჭვებს იმ საკითხში თუ რამდენად პასუხისმგებლიანი და კარგი თანამშრომელი ხარ.
9. ჩვენ ყოველთვის ასე ვაკეთებდით - ეს ფრაზა უფროსის მიერ აღიქმება ისე, თითქოს თქვენ უარზე ხართ, რამე შეცვალოთ ან უარზე ხართ, შეასრულოთ მისი თხოვნა. ეს მეტყველებს თქვენს ერთფეროვნებაზე და მოუქნელობაზე, შეიტანოთ სიახლე სამსახურში. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ ახალი წესები დააზიანებს კომპანიას, წარმოადგინეთ დამამტკიცებელი საბუთები თქვენი პოზიციის გასამყარებლად, ფრაზის „იმიტომ რომ ჩვენ სულ ასე ვაკეთებდით" გამოყენების გარეშე.
10. გინდათ, მე თქვენ გაგაცნობთ, ან დამამატეთ სოციალურ ქსელებში - სუბორდინაციისა და დისტანციის დარღვევა, რომელიც გეხმარებით პატივისცემის წილის შენარჩუნებაში ერთმანეთის მიმართ. გინდა, რომ თქვენ სერიოზულად და პატივისცემით გექცეოდნენ, ნუ ჩარევთ თქვენს უფროსს თქვენს პირად საკითხებში და საქმეში, ასევე ნუ გააცნობთ მას მეგობრებს და ნათესავებს.
წყარო - fpaparazzi.com
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)