მსახიობი ედმონდ მინაშვილი კახი კალაძეს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ტრაგედიის ადგილას ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მხარდაჭრის გარეშე ეკლესია ვერ აშენდებოდა.
„პატრიარქმა მითხრა, ააგეთ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ეძღვნება ყოველთა ქართველთა და ოსთა ბრძოლის ველზე მომწყდართა სახელის ხსოვნასო. ეს იქნება ქართველების და ოსების შერიგების სიმბოლოო. ახლა ტაძარი დასრულების პროცესშია და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კახა კალაძეს, მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ასევე ავაგეთ მემორიალი, აქ აღიმართება პორტრეტული მონუმენტი, პროექტში ასევე გაწერილია ფილმები. აქ დაღუპული გმირების სახელები უკვდავი უნდა დარჩეს", - განუცხადა „რეპორტიორს" ედმონდ მინაშვილმა.
შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ბრინჯაოს პორტრეტული მონუმენტიც აღიმართება. პროექტ „შინდისის გმირების" ავტორი და ხელმძღვანელი ედმონდ მინაშვილია.