reportiori.ge - გაბრიელ გარსია მარკესის გამონათქვამები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 03:19
სხვადასხვა
გაბრიელ გარსია მარკესის გამონათქვამები
ავტორი:
01 ნოემბერი, 2014. 11:11



ჩვენ გვიყვარს ის, იმიტომ, რომ მისი ნაწარმოებები მოცულია საიდუმლოებებით და მითებით. გვინდება ბევრჯერ გადაკითხვა. მან ბევრი რამ მოუყვა კაცობრიობას, მან ნახა უამრავი რამ ამ ქვეყანაზე, ნახა, რომ ადამიანებს მართლა შეუძლიათ იცხოვრონ სიყვარულით, ოღონდ ნამდვილი სიყვარულით, ომის დროსაც კი.

 

 

 ჩვენ გთავაზობთ  საუკეთესო გამონათქვამებს მისი ნაწარმოებებიდან და ინტერვიუებიდან

 

 

1) ადამიანს ძალიან უყვარს ერთჯერადი ნივთები, იმიტომ, რომ თვითონაც ერთჯერადია;

 

 


2) მე არ  ვატარებ შლაპას, რათა არ დამჭირდეს ვინმესთან მოხდა;

 

 

3) ჩვენს გარშემო ტრიალებს საოცრად მნიშვნელოვანი მოვლენები, მწერლები კი ყოველთვის გვიყვებიან ნაკლებად მნიშვნელოვან ყოველდღიურ მოვლენებზე;

 



4) ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის, თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი;

 

 

5) თუ გინდა, სიბერეში სიმშვიდეს მიაღწიო, ერთგულად უნდა დაუმეგობრდე მარტოობას;

 



6) არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს;

 



7) არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად ატაროს;

 


8) ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება;

 



9) მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა, რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს, იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ;

 


10) შეიძლება, ღმერთს სურს, რომ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვდებით იმ ერთადერთს, იმიტომ, რომ როცა ეს მოხდება, ჩვენ მადლიერი ვიყოთ;

 


11) ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ, ცოტა ფრთხილად იყავი;

 


12) მე არ ვარ მდიდარი. მე ვარ ღარიბი კაცი, რომელსაც აქვს ფული, ეს ორი ცნება კი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან;

 

 



13) ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო;

 

 

14) შეიძლება, ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ;

 



15) ნამდვილი მეგობარი ის არის , რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს;

 



16) ორი ცოლი უნდა ჰყავდეს კაცს: ერთი სიყვარულისათვის და ერთიც იმისთვის, რომ ღილები დაუკეროს.

 



17) ადამიანს აქვს უფლება, უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება.

 



18) ადამიანები სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს!

 



19) მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მეშინია მისი;

 



20) არასდროს მოიშორო სახეზე ღიმილი, მაშინაც კი, როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ, ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს;

 



21) გახსოვდეთ, რომ ქორწინებაში მთავარი სტაბილურობაა და არა ბედნიერება;

 



22) გახდი უკეთესი და შენვე მიხვდი, თუ ვინ ხარ, სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით, რომ ის შენ გაგიგებს, შეგიცნობს;




(მოამზადა ნინო მჟავანაძემ )

 

(წყარო lifeon.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016