reportiori.ge - სებ–მა კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აუკრძალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 12:32
ეკონომიკა
სებ–მა კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აუკრძალა
01 ნოემბერი, 2014. 11:40





საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.



ეროვნული ბანკი ამ საკითხზე სპეციალურ განცახდებას ავრცელებს:

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს აეკრძალოთ არაპროფილური საქმიანობა და საბანკო სექტორი შემოიფარგლოს მხოლოდ ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდებით. სებ-მნიშვნელოვნად ამკაცრებს ახალი ნებართვების გაცემის მიდგომას არაპროფილური საქმიანობის წამოწყებაზე, რაც შესაბამისობაშია 2008 წლამდე არსებულ პრაქტიკასთან. ასევე, იმ კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც უკვე ჩართულნი არიან ასეთ საქმიანობაში, 30 კალენდარული დღის ვადაში სებ-უნდა წარმოუდგინონ ბანკის არასაფინანსო სფეროდან ეტაპობრივი (2015 წლის 31 დეკემბრამდე) გამოსვლის დეტალური სტრატეგია."    



საქართველოში მოქმედი 21 კომერციული ბანკიდან არაპროფილურ აქტივებს ძირითადად ორი მათგანი ფლობს: „საქართველოს ბანკი" 61 შვილობილი კომპანიის მესაკუთრეა, "თიბისი ბანკი" კი - 10-ის.



ეროვნული ბანკის მონაცემებით: - "საქართველოს ბანკი" 100 პროცენტს ფლობს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისი აი"-ში, შპს "თელიანი ველში " - 51,23%-ს, შპს "ინტერტურში" - 99,99%-ს, შპს „ჩემ კლინიკაში" - 51%-ს, "რეგიონის კავკაზუს ავტოჰაუზში" - 100%-ს, პროფესიული კალათბურთის კლუბ "დინამოში" - 100%-და ა.შ. ბანკს ასევე აქვს წილობრივი მონაწილეობა საქართველოს რეგიონებში განთავსებულ 11 სამედიცინო კლინიკაში.

 

"თიბისი ბანკი" ფლობს სალიზინგო კომპანია "თიბისი ლიზინგის" 89%-ს, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება "თიბისი კრედიტის" 75%-ს, საბროკერო კომპანია "თიბისი ბროკერის" 100%-ს, "გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის" 93%-ს, "უძრავი ქონების მართვის ფონდის" 100%-ს, საბანკო სისტემების მომსახურების კომპანიის 100%-ს, "თიბისი ფეის" 100%-ს, ასევე, ისრაელში დარეგისტრირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის კომპანია "თიბისი ინვესტს".

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016