reportiori.ge - როდის კარგავს მშობელი ავტორიტეტს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 03:42
სხვადასხვა
როდის კარგავს მშობელი ავტორიტეტს
ავტორი:
01 ნოემბერი, 2014. 12:00




ამბობენ, მშობლის ავტორიტეტის პრობლემა სამყაროსავით ძველიაო. ბევრი ფიქრობს, რომ თუ მშობელი შვილებს ყველაფრის უფლებას მისცემს და მათ მიმართ მკაცრი არ იქნება,  ავტორიტეტს დაკარგავს. სინამდვილეში ამ ავტორიტეტის დაქვეითების და გაქრობის ნამდვილი მიზეზები არცთუ მარტივი და ადვილად შესამჩნევია.


კანადელი ფსიქოლოგის გორდონ ნიუფელდის თეორიის მიხედვით, მშობლის ავტორიტეტს ბავშვის აღზრდის საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მეცნიერი გვთავაზობს იმ ყველაზე გავრცელებული ქცევების ჩამონათვალს, რაც მშობლებს შვილების თვალში აკნინებს და შესაბამისად, ავტორიტეტსაც უკარგავს.


1.            ფიზიკური დასჯა  -  შეხედულება, რომ ეშინია, ესე იგი უყვარხარ" ან არ დამიჯერებს და მიიღებს", მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდგება, თუ შვილთან ჰარმონიული ურთიერთობა თქვენს გეგმებში არ შედის.

 

2. საკუთარ შეცდომებში ბავშვის დადანაშაულება ან დაყვედრება, რომ მე მთელი ცხოვრება შემოგწირე", შენთვის სამსახურზე და კარიერაზე უარი ვთქვი", მამაშენმა შენი სწავლის ფულის გამო მანქანა ვერ იყიდა" და ა.შ.

 

3. შანტაჟი: დედა არ გაანერვიულო, თორემ ცუდად გახდება", ან მუქარა: აი, მოვკვდები და მერე გამიხსენებ". ნუ ეცდებით სუსტ წერტილებზე ზეწოლის მოხდენას.

 

4. ბავშვის გრძნობების გაუფასურება სტანდარტული ფრაზებით: სისულელის გამო ნუ ტირი", იცი, რამდენი ბავშვია შენზე 100-ჯერ უფრო ცუდ დღეში?" ან მისი ცუდი განწყობის არაღიარება. ამ ყველაფრით აგრძნობინებთ, რომ მის გრძნობები არავის აღელვებს და რომ მშობლების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

 

5. ტყუილი, თვალთმაქცობა, მიცემული დაპირების შეუსრულებლობა - ეს ყველაფერი მშობლის ავტორიტეტს აცამტვერებს ბავშვის თვალში.

 

6. როცა მშობელი არასდროს აღიარებს საკუთარ შეცდომებს, არასოდეს იხდის ბოდიშს და ყოველთვის ცდილობს თავისი არასწორი საქციელის გამართლებას.

 

7.შვილის ცხოვრებაში უხეშად ჩარევა. ბევრ მშობელს ვალდებულად მიაჩნია თავი, რომ აკონტროლებდეს შვილის პირად მიმოწერასაც კი, კითხულობდეს მის დღიურს, უსმენდეს ტელეფონს და მოსმენილი ოჯახურ საბჭოზე გაჰქონდეს გასახილველად.

 

8. საგარეო წარმატებებზე ჩაციკვლა". როცა მშობელს არ სურს, შვილი ისეთი მიღოს, როგორიც არის, ამ დროს მის სასკოლო ნიშნებს, სხვადასხვა შეჯიბრებაში წარმატებებს ბავშვის გრძნობებზე მაღლა აყენებს.

 

9. ბავშვისთვის უერთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნების წაყენება. ამ დროს ბავშვს თავად ეპარება ეჭვი მშობლების საიმედოობაში, ღირს კი მშობლების იმედად ყოფნა - ასეთი განწყობა პატივისცემას არ შობს.

 

10. ზედმეტი დემოკრატიზაცია ოჯახში. როცა ბავშვი გრძნობს, რომ ოჯახში ჰყავს მეგობრები, დაქალიც და ძმაკაციც, მაგრამ დედა და მამა - არა.

 

11. თვითკონტროლის დაკარგვა - ხმის აწევით და ისტერიკებით დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ შვილის თვალში ავტორიტეტს.

 

12. მუდმივად უფულობაზე ჩივილი, ან უყაირათობის გამო ოჯახის ფინანსური კრახის წინაშე დაყენება ბავშვს აგრძნობინებს, რომ მშობლები ბოლომდე საიმედონი არ არიან.

 

13. როცა კატეგორიული არას" თქმა არ შეგიძლიათ შვილისთვის. არა" ყოველთვის აკრძალვას არ ნიშნავს. ეს ზოგჯერ სწორი გეზის მიცემა და საზღვრების დადგენაა. ეს ყველა ბავშვს სჭირდება შესაფერის დროს.

 

14. როცა მშობლებს მუდმივი აყალმაყალი და უთანხმოება აქვთ. თუ შვილის წინაშე ლანძღავენ ერთმანეთს, ავტორიტეტზე საუბარიც კი ზედმეტია. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი.

 

15. სხვების ყურადღების მიპყრობა შვილის გაუზრდელობასა" და უსაქციელობაზე". თუ გარეშე პირთან ერთად განიხილავთ თქვენი შვილის აღზრდის პრობლემებს და ეს მასაც ესმის, ამით ბავშვს ამცირებთ. თქვენი ავტორიტეტი საით მიდის, ამას თავადაც მიხვდებით.

 

თუ ზემოჩამოთვლილი ნიშნებიდან რამდენიმე მაინც თქვენი ოჯახის ყოველდღიურობის ნაწილია, გამოდის, რომ დასაფიქრებლად გქონიათ საქმე.

საკუთარი ავტორიტეტიც რომ არ გაღელვებდეთ, იცოდეთ, რომ ამ გზებით ბედნიერ, წარმატებულ და ჰარმონიულ პიროვნებას ვერ აღზრდით. არადა, ასეთი პიროვნებები ხდებიან სწორედ მშობლების სიბერის დამატკბობლები.


 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

(წყარო mshoblebi.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016