reportiori.ge - როგორი უნდა იყოს პატარა პრინცესას სამყარო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 03:34
სხვადასხვა
როგორი უნდა იყოს პატარა პრინცესას სამყარო
ავტორი:
03 ნოემბერი, 2014. 11:28




გოგონა შეგეძინათ? ესე იგი ბაფთებისა და თოჯინების უზარმაზარი სამყარო გელით წინ.

ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ გოგონას სულ პატარაობიდან უნდა გაუღვიძოთ სილამაზისადმი სიყვარული. მათი რეკომენდაციით, უნდა ეცადოთ, რომ პატარა ლამაზი ნივთებით იყოს გარემოცული.


დედის მეცნიერება

დაახლოებით 2 წლიდან ბავშვს უკვე ლამაზი სამოსისა და სამკაულებისადმი ინტერესი უჩნდება. ამ ასაკში მოქმედებს პრინციპი: რაც მეტი, მით უკეთესი. ამიტომ რაც არ უნდა ბევრი წვრილმანი უყიდოთ, ზედმეტი არასოდეს იქნება. ყველა ჯერზე ერთნაირად გაახარებთ. საბავშვო მოსართავები ძვირი არ ღირს, მათ ხარისხზეც ნუ გაამახვილებთ ყურადღებას. რამდენადაც შეგიძლიათ, გაანებივრეთ ამ ნივთებით. ძველი ტანისამოსიც გამოდგება. სიამოვნებით გაეხვევა მათში.

3 წლიდან ეცდება, რაც შეიძლება მეტად დაემსგავსოს დედას. გაიმეორებს დედის ჟესტებს, სიარულის მანერას, „გაიქაჩება" იმ ნივთებისკენ, რომლებითაც დედას ყველაზე ხშირად სარგებლობს... შანსს არ გაუშვებს, რომ მის ფეხსაცმელებში გამოეწყოს ან მისი ჩანთა საფუძვლიანად „გადაქექოს". ძალიანაც ნუ დაუშლით, გემოვნება და სწორი არჩევანის უნარი სწორედ აქედან იბადება.


სათამაშო კუთხე

4-5 წლის გოგონები უკვე როლებს ირგებენ და სხვადასხვა ტიპს განასახიერებენ. ეს შეიძლება იყოს დედა, გამყიდველი, მასწავლებელი. თქვენი პრინცესას განკარგულებაში აუცილებლად უნდა იყოს ამ თამაშებისთვის საჭირო „ინვენტარი", ამის გარდა, ბევრი თოჯინა თავისი მოწყობილობებით და რამდენიმე ფუმფულა არსებაც. გირჩევთ, სათამაშოების მთელი არსენალი ერთად არ ინახებოდეს და ყველას ყოველდღე არ ხედავდეს. რამდენიმე სათამაშო, ეცადეთ, რომ ცალკე გქონდეთ „გადამალული". როცა რაიმეზე გაჭირვეულდება, მონატრებულ ან დავიწყებულ სათამაშოსთან შეხვედრა მასაც გაახარებს და თქვენც შვებას მოგგვრით.


საყვარელი თოჯინა

ყველა გოგონას ჰყავს საყვარელი თოჯინა. საერთოდ, თოჯინებით თამაში კარგია პატარა პიროვნების განვითარებისთვის. სათამაშო ბევრ როლს არულებს: ის მეგობარიცაა, დაიკოც, მეზობელიც და ზოგჯერ ყველაზე უპრეტენზიო პაციენტიც. მასთან ერთად ბავშვს ჭამაც უფრო უხარია, წაკითხული ზღაპრის მოსმენაც და დაძინებაც. თოჯინოთერაპიას ფსიქოლოგები ბავშვის შიშების დასაძლევადაც მიმართავენ ხოლმე.


სამოსი და აქსესუარები

სამყაროს შეცნობის პროცესში ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შეხებებს, შეგრძნებებს, ახალ საგნებთან ურთიერთობას. ამიტომ სხვადასხვა თვალისმომჭრელი აქსესუარი მხოლოდ გართობისთვის კი არა, მისი განვითარებისთვის უფრო საჭიროა. მით უმეტეს, რომ მათ მიმართ ინტერესს უფრო გამოიჩენს.


2-3 წლის ასაკისთვის პატარა ქალბატონი აქტიურად სწავლობს სხვადასხვა სამაგრების, საკეტების, შესაკრავების გახსნასა და დაკეტვას. ეს მისი მოტორული სისტემისთვის საუკეთესო ვარჯიშია. თან არც დაძალება სჭირდება და არც შეხსენება.


სამაგიეროდ, 4-6 წლისთვის პრეტენზიები მატულობს. ამ დროს უკვე ირჩევს, რომელი თოჯინა უფრო მოდურია და რომელი - ნაკლებად. შთაგონებული იქნება რეკლამებით, მულტფილმებით, სხვა ბავშვების „ქონებით". ამ დროს პრიორიტეტულია თოჯინები, რომლებსაც თავიანთი გარდერობი და აქსესუარები მოჰყვებათ. ასე რომ, გამძლეობა მოიკრიბეთ და თამამად გადაეშვით პრინცესების სამყაროში. ნუ გეშინიათ, ეს გატაცება მაქსიმუმ, 7 წლამდე გაგრძელდეს. მერე პრინცესას სხვა ინტერესები უჩნდება.


 

 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ )

 

 

(წყარო mshoblebi.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016