საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" წევრის მამუკა კაციტაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროტესტის მიუხედავად, საკრებულოში რიგგარეშე სხდომისა მაინც გაიმართება. დღევანდელი დღის წესრიგის რეგლამენტით გათვალისწინებულია მხოლოდ თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს 13 კომისიის თავმჯდომარის გადარჩევის საკითხი და არანაირად არ მოხდება ამ თანამდებობებზე პირთა წარდგენა. მამუკა კაციტაძე ცხადებს, რომ ამ პროცესში "ნაციონალურ მოძრაობის“ კანდიდატებიც შესაძლოა განიხილებოდნენ კომისიების თავმჯდომარების პოსტებზე. მორიგი სხდომა საკრებულოში 26 ივლისსგაიმართება, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის გადადგომის საკითხი განიხილება.საკრებულოში „დღევანდელი რიგგარეშე სხდომა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის მომავალ თანამშრომლობაზე ტესტია“- აცხადებს კაციტაძე.