ბავშვთან ერთად სასეირნოდ გადიხართ? 5 აუცილებელი რჩევა უნდა გაითვალისწინოთ
1. როცა გასასვლელად ემზადებით, ბავშვს ყველაზე ბოლოს უნდა ჩააცვათ, როცა თქვენ უკვე გამზადებული იქნებით - რომ არ გაოფლიანდეს.
2. თუ მცირე მანძილზე მიდიხართ - მაღაზიაში, მანქანამდე, ისარგებლეთ განცალკევებული სამოსით. რომ იოლად გახადოთ ან თუნდაც გაუხსნათ ქურთუკი. შენობაში ქუდი და შარფიც უნდა მოხსნათ.
3. არ ღირს ბავშვის გადახურება ან პირიქით, ძალიან თხლად შემოსვა - ტემპერატურა აკონტროლეთ კეფით (კეფაზე იგრძნობთ, ბავშვი ოფლიანია თუ არა, ან პირიქით, ხომ არ სცივა), ხელებით, ცხვირით. თუ ხელები და ცხვირი თბილი აქვს, ე.ი. არ სცივა.
4. ტანსაცმელი კი არ უნდა ათბობდეს, მხოლოდ სწორად უნდა ინარჩუნებდეს სითბოს, თუ არასწორად არი ს შერჩეული, ის გაატარებს სითბოს და ბავშვს გააცივებს.
5. ქარიან ამინდში სასურველია, პატარას ქუდი ეხუროს - რომ ყურები და შუბლი დაცული ჰქონდეს სიცივისგან. მზიან ამინდში კი, როცა ქარი არ არის, უქუდოდ შეუძლია იყოს დ ა მზის სხივებით მიიღოს D ვიტამინი.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ )
(წყარო mshoblebi.ge )